Home » მთავარი » 8 წლის შემდეგ პირველად-ენგურის ხიდზე სამგზავრო ავტობუსი დადის

8 წლის შემდეგ პირველად-ენგურის ხიდზე სამგზავრო ავტობუსი დადის

ენგურის ხიდზე ავტობუსით გადაადგილება აღდგა. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სამეგრელოში ალექსანდრე ჩიკვაიძის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები ტრანსპორტით დილის რვა საათიდან საღამოს რვამდე უსასყიდლოდ შეძლებენ სარგებლობას. ავტობუსი მგზავრებს უკვე მესამე დღეა ემსახურება.

თავის მხრივ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა „ლაივპრესს“ დაუდასტურა ეს სიახლე. მისი განცხადებით, ავტობუსის დანიშვნაზე მსჯელობა დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, და არა მხოლოდ. ამიტომ, მინისტრის თქმით, კარგია, რომ მოქალაქეებისთვის გაჩნდა მსგავსი შესაძლებლობა.

ავტობუსი ენგურის ხიდზე UNHCR-მა – გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა დანიშნა.

2008 წლიდან ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო. ამ დრომდე ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს ხიდის დასაწყისიდან ბოლომდე ოთხთვალა ემსახურებოდათ.

ასევე, ენგურის ხიდზე სექტემბერში დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ის წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ახალი ავტოსადგომის, მოსაცდელის, სკვერის და სველი წერტილების მოწყობაც.

სამუშაოები გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

წყარო: livepress.ge

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

იგივე ჩვენთანაც რომ არ განმეორდეს! – საზოგადოების მიმართვა ივანიშვილს

საზოგადოების მიმართვა ბიძინა ივანიშვილს პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს! – ბატონო ბიძინა, მოგახსენებთ, ...