Home » მთავარი » „8-9 ოქტომბერს გაისმება „ვარდების რევოლუცია 2“-ის მოწყობის მოწოდებები, არ დაუჯეროთ და არ გახვიდეთ ქუჩაში!“

„8-9 ოქტომბერს გაისმება „ვარდების რევოლუცია 2“-ის მოწყობის მოწოდებები, არ დაუჯეროთ და არ გახვიდეთ ქუჩაში!“

„მემარცხენე ალიანსის“ საგანგებო მიმართვა

ძვირფასო თანამემამულეებო!

არჩევნებამდე დარჩა სულ რაღაც რამოდენიმე საათი. დგება გადამწყვეტი მომენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში. მსოფლიო სულგანაბული და ინტერესით შემოგვყურებს, გააგრძელებს თუ არა ჩვენი ქვეყანა 2012 წელს დამკვიდრებულ პრეცენდენტს – შეიცვლება თუ არა ხელისუფლება არჩევნების გზით, თუ უკან დავაბრუნებთ ისტორიის ბორბალს და კვლავ ჩავეფლობით 90-იანი და 2003/07/08 წლების წუმპეში.

ჩვენ, ქართველმა “მემარცხენეებმა“, საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს ბოლომდე ვამხილეთ „ნაცმოძრაობის“ ავი ზრახვები და გავაშიშვლეთ ფსევდო-ოპოზიციური, სააკაშვილის მიერ დაფინანსებული, პარტიებად წოდებული თაღლითური ჯგუფები ნათელაშვილისა და ბურჭულაძის წინამძღოლობით, რომლებიც ბოლო კვირებში პრაქტიკულად დაიშალნენ. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც შეეცდებიან ძალადობრივი გზით მოახდინონ ხელისუფლებაში დაბრუნება, რაც არ უნდა დავუშვათ ჩვენ და თქვენ ერთობლივად! საბოლოო არჩევანი თქვენზეა: არცერთი ხმა „ნაციონალებს“, „ლეიბორისტებს“ და „სახელმწიფოს ხალხისათვის“.

მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ დავირაზმოთ დიდი ეროვნული იდეის გარშემო! საქართველოში აღარ დავუშვათ რევოლუციები, სამხედრო და სახელმწიფო გადატრიელებები, ძალადობა, გაუპატიურება, პოლიტიკური მკვლელობები, ტერორისტული აქტები, ომები და დავამკვიდროთ მშვიდობა. არ გავაკაროთ ხელისუფლებას მიწაზე მფორთხავი „ჰალსტუხიჭამია“ მთავარსარდლები, მასთან მიტმასნილი „ყვარყვარეები“, შარლატანები და კრიმინალები.

ხვალ, 8 ოქტომბერს, გეძლევათ იმის საშუალება, რომ შემოხაზოთ #25  და ამით მხარი დაუჭიროთ სტაბილურობას და აღმშენებლობას.

ამავე დროს 8-9 ოქტომბერს გაისმება მოწოდება დესტრუქციული ძალების სააკაშვილ – ნათელაშვილ – ბურჭულაძეების მიერ „ვარდების რევოლუცია 2“-ის მოწყობისკენ. გთხოვთ, ნუ დაუჯერებთ, არ გახვიდეთ მათი მოწოდებით ქუჩაში და თუ რაიმე დარღვევას ექნება ადგილი არჩევნების დროს, ჩვენს ბრძოლას მივცეთ ცივილიზებული სახე. ვიბრძოლოთ სამართლებრივი გზით და უარი ვთქვათ ქუჩაზე, არეულობაზე და ძალადობაზე დაფუძნებულ ქმედებებზე.

ღმერთი იყოს ჩვენი და საქართველოს მფარველი!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

იგივე ჩვენთანაც რომ არ განმეორდეს! – საზოგადოების მიმართვა ივანიშვილს

საზოგადოების მიმართვა ბიძინა ივანიშვილს პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს! – ბატონო ბიძინა, მოგახსენებთ, ...