Home » მთავარი » “80-90 %-ს ნამდვილად აიღებს” – ტყუილია და ეს კარგია, რომ ერთი პარტია ამდენს ვერ აიღებს

“80-90 %-ს ნამდვილად აიღებს” – ტყუილია და ეს კარგია, რომ ერთი პარტია ამდენს ვერ აიღებს

   „ქართული ოცნების“ ახალი სახეების წარდგენის შემდეგ, ლალი ბადურაშვილის განცხადებას-„ოცნება“ 80-90%-ს აიღებს, დანარჩენ 10% -ს წაიღებს 2-3 კაციანი პარტიები“-პროგრესულ-დემოკრატიული პარტიის დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი მარინა ჩაჩუა ეხმიანება:

  -ქალბატონო ლალი, როცა სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება თქვენი მსგავსი პოსტები ამბიციით –”მე ვიცი ყველა თაობის აზრი…”, მასზედ კომემტარებს მიაქციეთ ხოლმე ყურადღება, განსაკუთრებით მათ , ვინც “მე ვიცის” ნაცვლად ასე საუბრობს – “ჩემი აზრით…”.
მე გირჩიეთ ადრე, რომ ადამიანი ზოგადად საუბარშიც კი არ უნდა გაცდეს თავის კოპეტენციას, რომ თავისივე ნათქვამით არ ჩავარდეს უხერხულ მდგომარეობაში, თქვენ ისევ აგრძელებთ, ცდებით არა მარტო თქვენს კოპეტენციას, არამედ აბსურდს ასაბუთებთ არგუმენტებგამოცლილს, თქვენი ერთადერთი არგუმენტია “მე ვიცი”, მე კი გეუბნებით ყოველგავრი შელამაზების გარეშე – “აი, ეს” – ნამდვილად არ იცით ,კი არა და გაგებაშიც არა ხართ:
1. “80-90 %-ს ნამდვილად აიღებს” – ტყუილია და ეს კარგია, რომ ერთი პარტია ამდენს ვერ აიღებს, რადგან თუ აიღებს ეს არის ცუდი, ეს ერის დეგრადაციაა და ეს გინდათ?
2. “10% წაიღებს 2-3 კაციანი პარტიები” – აქ ორი ტყუილი ერთად არის – 10% და 2–3 კაციანი პარტიები.
ამას იხილავთ 8 ოქტომბერს, თუმცა მივესალმები “ოცნების” პარლამენტში ხილვას დახვეწილი, გაფილტრული გუნდით, ასე 50 კაცის შემადგენლობით;
მინდა “ნაციონაელბი და მისი სატელიტები” არც “ერთი ცალი” არ ვიხილო, მაგრამ ამ ეტაპზე ასე არ იქნება და ისევ ,ჩემი აზრით ,ამაში ოცნება ხელს უწყობს.
ასევე, არის რამდენიმე პარტია (არა 2–3კაციანი) რომელიც იმსახურებს ბარიერის გადალახვას და საერთოდ საზოგადოება ითხოვს მრავალპარტიულ პარლამენტს, ასე რომ “მე ვიცი ყველა თაობის აზრი და გარწმუნებთ”, ვერ დამარწმუნებთ, რადგან საქართველო არ შემოიფარგლება “თქვენი ოჯახით”, იმის იქეთ კი თქვენ არ იცით და ძაან ცუდი ტონია როცა ამტკიცებ იმას, რაც არ იცი და რაც მთავარია ეს თქვენი “თავგამოდებული პიარი” “დეშოვი დიფერანდი” უფროა და “ოცნებას” ერთ ქულასაც ვერ შემატებთ, მიზნად კი რას ისახავდით?… არ გამოგივიდაო… და ეს არ არის პირველი შემთხვევა… დაგიშავათ რამე “ოცნებამ??
გამახსენდა – “ერთი კაცის გამარჯვება კი არა, ორი კაცის გამარჯვება კი არა, სამი კაცის გამარჯვება კი არა – საქართველოს გამარჯვება დამილოცე ღმერთო!” მე და თქვენ, ჩვენს მოყვასთან ერთად გვემღეროს საქართველოს გამარჯვება!“

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...