Home » მთავარი » მზად ვარ გავხდე ერის ლიდერი – ტიხანოვსკაია მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

მზად ვარ გავხდე ერის ლიდერი – ტიხანოვსკაია მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

 ბელორუსიის საპრეზიდენტო არცევნების ერთ-ერთი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია მოქალაქეებს მიმართავს და ამბობს, რომ მზად არის გახდეს ოპოზიციის ლიდერი.

მისი თქმით გუნდთან ერთად იზრუნებს იმაზე, რომ გათავისუფლებული იქნას ყველა დაკავებული, ქვეყანა ნორმალიზდეს და მშვიდ ვითარებაში მოემზადონ ახალი არჩევნებისთვის.

-ჩვენ ყველა ერთად ვგლოვობთ უდანაშაულო დაღუპულებს, პატივი უნდა მივაგოთ მათ და გვერდით დავუდგეთ დაღუპულთა ოჯახებს, მათი სახელები უნდა დავარქვათ ქუჩებს და სამარადისო ხსოვნა ამით მივანიჭოთ.

მე არ ვაპირებდი პოლიტიკაში შემოსვლას, მაგრამ შექმნილმა მდგომარეობამ მიბიძგა ამისკენ, მე ვიცი რატომ მომეით ხმა, ყველანი დავიღალეთ იმით, რაც 26 წლის წინ დაიწყო, ამიტომ მზად ვარ გავხდე ოპოზიციის ლიდერი, იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს ნორმალიზება, იყოს სიმშვიდე და ყველა ერთად კანონიერად მოვემზადოთ ახალი არცევნებისთვის.

დღეს ბელორუსია უდიდეს გმირობას ანახებს მსოფლიოს, ჩვენ უნდა გავიაროთ ეს რთული პერიოდი და ცვლილებები ძალიან მალე უნდა დადგეს ჩვენს ქვეყანაში.

ვარ ამაყი იმით, რომ ბევრ საარჩევნო უბანზე არ ემორჩილებოდნენ ბრძანებებს და ხმებს არ აყალბებდნენ. მინდა მივმართო ადამიანებს ფორმებში – თუ თქვენ გადახვალთ ხალხის მხარეს და არ იქნებით ზალადობის მხარეს, ჩვენი მოქალაქეები გაპატიებენ თქვენ, დღეს ერთობის დროა.

Facebook Comments
x

Check Also

“დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს სორის სამხედრო დაპირისპირებათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით ...