Home » მთავარი » შოთაძე ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველს შეხვდა

შოთაძე ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველს შეხვდა.

შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ და ნინო ლომჯარიამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის შესახებ ისაუბრეს – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“ყურადღება გამახვილდა გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, ასევე საქმეში გამოვლენილ გარემოებებზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე მიაწოდოს სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოების ინფორმირებას ახდენს და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოების ინფორმირებას სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებების და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ, მომავალშიც ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელებს,”- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

“დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს სორის სამხედრო დაპირისპირებათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით ...