Home » მთავარი » საჭირო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაიხურება სკოლა..

საჭირო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაიხურება სკოლა..

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 15 სექტემბრამდე უნდა შემოწმდეს ყველა საჯარო და კერძო სკოლა. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ უსაფრთხოების წესები რომლებიც სკოლებისთვის შემუშავდა არის სარეკომენდაციო სახის და მასწავლებლის და მოსწავლის დაჯარიმებას მიზნად არ ისახავს, თუმცა გადაცდომის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული დროებით სკოლის დახურვა მოხდეს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამ ეტაპზე არის სარეკომენდაციო ხასიათის, ვინაიდან ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების დაწესება არც სკოლებზე, არც მასწავლებლებზე, არც მოსწავლეებზე და არც მშობლებზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა გარკვეული გადაცდომები, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, რომ ჩვენი ბავშვები უსაფრთხო გარემოში განაგრძობდნენ სწავლას. რეაგირება იქნება შემდეგი, რომ საჭირო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაიხურება სკოლა, გაკეთდება ყველა სანიტარული ნორმის გადახედვა და ასევე აღსრულება, მიეცემათ მათ დამატებითი რეკომენდაციები, ჩაუტარდებათ დამატებითი ტრენინგები და შემდეგ მიეცემათ უკვე სწავლის განახლების საშუალება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

პანდემიის პირობებში სკოლებისთვის პროტოკოლი დადგინდა

პანდემიის პირობებში სკოლებისთვის პროტოკოლი დადგინდა

Facebook Comments
x

Check Also

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ. მსჯელობა სავარაუდოდ ...