Home » მთავარი » ეკა ბესელიამ  გლდანის საარჩევნო შტაბი გახსნა

ეკა ბესელიამ  გლდანის საარჩევნო შტაბი გახსნა

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ  გლდანის საარჩევნო შტაბი გახსნა. 

-პირველ რიგში ვეცნობით ადამიანებს, რომელიც ახლოს არიან საარჩევნო შტაბთან. იმ ყველაზე მგრძნობიარე მოსახლეობას, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ადგილობრივი პრობლემები, რომელიც გრძნობს რა სჭირდება უბანს, გრძნობს და იცის, რისი შეცვლა უნდა, ისიც რა მოლოდინი აქვს და მკაფიოდ აქვს განსაზღვრული რას ელოდება.

ყველა პრობლემა ინდივიდუალურია, მაგრამ არის დლობალური პრობლემები-არ არის დასაქმება, ადგილობრივი წარმოება…მოსახლეობა არ გრძნობს, რომ ჩართულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, სწორედ ამიტომ საჭიროა მეტი სიახლოვე ხალხთან.

ამ არჩევნებს ექნება უდიდესი მნიშვნელობა ცვლილებებისთვის. აუცილებელია ადამიანებმა დაინახონ ძალა და იმედი, რომ იქნებიან დაცულები, მოგვარებადია ყველა ყოფითი პრობლემა რაც ახლა დგას, ოღონდ ამისთვის საჭიროა კეთილი ნების არსებობა.

მე მჯერა, რომ საბოლოოდ ახლა ცვლილებების დრო დადგა და ცვლილებები მოხდება – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Facebook Comments
x

Check Also

“დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს სორის სამხედრო დაპირისპირებათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით ...