Home » მთავარი » დავიწყოთ ფართომაშტაბიანი ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის! (ვიდეო)

დავიწყოთ ფართომაშტაბიანი ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის! (ვიდეო)

ზუგდიდის “ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე ახვლედიანი ამბობს, რომ “ლელოს” ქალთა ორგანიზაციის მიმართ კეთდება სექსისტური განცხადებები და მიმდინარეობს ბულინგი.  ახვლედიანი მთელ საქართველოს მოუწოდებს დაიწყოს შიშის დაძლევის კამპანია და ყველა მოქალაქემ იბრძოლოს საკუთარი უფლებების დასაცავად.

-“ჩვენმა ქალთა ორგანიზაციამ “ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა, სადაც გაჟღერებული იყო ადამიანის უფლების დარღვევის კონკრეტული ფაქტები, აქციაზე სამეგრელო- ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელმა ქალთა ორგანიზაციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სექსისტური განცხადებები გააკეთა.

მოვიდა დრო, ყველა ადამიანმა დაიწყოს შიშის დაძლევის კამპანია, ცუდია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ისევ მიმდინარეობს შანტაჟი და ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს პოლიტიკაში ჩართვას, დიახ, სწორედ ახლა უნდა დავიწყოთ ფართომაშტაბიანი კამპანია შიშის დაძლევისა და ხელისუფლების მშვიდობიანად გასტუმრების კამპანია.

ამ ბრძოლაში ჩავერთვები პირადად მეც და “ლელოს” ყველა წევრი, აქვე მოვუწოდებ მთელ საქართველოს, დავიწყოთ ფართომაშტაბიანი ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის!

Gepostet von ალექსანდრე ახვლედიანი am Montag, 14. September 2020

 

Facebook Comments
x

Check Also

“დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს სორის სამხედრო დაპირისპირებათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით ...