Home » მთავარი » სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის თითოეული ბაღის მზაობას შრომის ინსპექცია შეამოწმებს

სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის თითოეული ბაღის მზაობას შრომის ინსპექცია შეამოწმებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ბაღების დირექტორებისთვის იმ ინსტრუქციების გაცნობა დაიწყო, რაც სააღმზრდელო დაწესებულებების გახსნისთვის არის აუცილებელი.

სახელმწიფოს მიერ დადგენილი სავალდებულო რეგულაციების შესრულებისთვის საჭიროა, თითოეული საბავშვო ბაღისთვის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის, აღსაზრდელთა გადანაწილებისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების სტრატეგიის შემუშავება, ასევე, აღნიშნული წესების გაცნობა თითოეული თანამშრომლისა და აღსაზრდელების მშობლებისთვის.

დირექტორების პირველ ჯგუფს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე შეხვდა. მისი თქმით, სააგენტომ უკვე დაიწყო მუშაობა კოვიდ 19-ის პრევენციისთვის და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფისთვის საჭირო ინვენტარის შეძენაზე, თუმცა პარალელურად, აუცილებელია, ბაღების პერსონალმა მათი ინფრასტრუქტურის შესაბამისი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა შეადგინოს, რათა სააღმზრდელო პროცესის განახლების მომენტიდან დაცული იყოს, როგორც აღსაზრდელების, ისე მშობლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბავშვო ბაღების გახსნა პირველ ოქტომბერს იგეგმება, თუმცა მანამდე, სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის თითოეული ბაღის მზაობას შრომის ინსპექცია შეამოწმებს.

Facebook Comments
x

Check Also

“დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს სორის სამხედრო დაპირისპირებათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით ...