Home » კრიმინალი » ორმაგი მკვლელობა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე

ორმაგი მკვლელობა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე

საქართველო-რუსეთის საზღვრის ლარსის მონაკვეთზე, ნეიტრალურ ზონაში ორმაგი მკვლელობა მოხდა.

 

სატვირთო ავტომობილების მძღოლ რუსეთის და საქართველოს მოქალაქეებს შორის, შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქემ რუსეთის მოქალაქეს თავში ქვა ჩაარტყა და მოკლა.

 

ფაქტს, გარდაცვლილის შვილიც შეესწრო, რომელმაც საქართველოს მოქალაქეს, სატვირთო ავტომობილის მძღოლს ცივი იარაღით ასევე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

 

მომხდრს შსს-ში ადასტურებენ. უწყებაში განგვიმარტეს, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია რუსეთის ერთი მოქალაქე.

Facebook Comments
x

Check Also

“დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს სორის სამხედრო დაპირისპირებათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით ...