Home » ეკონომიკა » მოქალაქეებს უმცირდებათ შემოსავლები, ხოლო სამომხმარებლო პროდუქტების ფასები მკვეთრად იზრდება!

მოქალაქეებს უმცირდებათ შემოსავლები, ხოლო სამომხმარებლო პროდუქტების ფასები მკვეთრად იზრდება!

დავით ნებიერიძე

ეკონომისტი

1 დოლარი – 3.22 ლარი.

ეკონომიკის ვარდნის უპრეცენდენტო მოცემულობაში, რაც პირველ რიგში მოქალაქეთა შემოსავლების უპრეცენდენტო შემცირებაში აისახება ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა ფასების გარდაუვალ ზრდას გამოიწვევს.

მარტივად რომ ვთქვათ, მოქალაქეებს მკვეთრად უმცირდებათ შემოსავლები, ხოლო სამომხმარებლო პროდუქტების ფასები მკვეთრად იზრდება. ეს კი ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქე კიდევ უფრო გაღარიბდება, ოღონდ უფრო სწრაფად ვიდრე ლარის კურსის ვარდნის გარეშე მოხდებოდა.

ყოველივე ამას ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს. მაგრამ, რიგით მოქალაქეებს ნაკლებად აინტერესებთ ამ მოცემულობის სიღრმისეული ანალიზი. ამიტომ, ძალიან მოკლედ და მარტივად ვიტყვი, რომ ამ კატასტროფულ ვითარებას პირველ რიგში განაპირობებს ტოტალური კორუფცია, არაეფექტიანი მართვა და პარაზიტული პოლიტიკური ინტერესები. მათშორის, კოვიდ კრიზისის ძალიან ცუდი მართვა და მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკის არქონა.

Facebook Comments
x

Check Also

ალექსეი ნავალნი პუტინზე: ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სანაგვეზე მოისროლეს

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ვიდეომიმართვას ავრცელებს. „ერთი წუთის წინ გამომიყვანეს ადვოკატებთან შესახვედრად. მომიყვანეს აქ, სადაც ...