Home » მთავარი » კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა

კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში, 30 კი თბილისში დაფიქსირდა. მისივე ცნობით, რეგიონების მიხედვით ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ასე გადანაწილდა: იმერეთი – 15,

სამეგრელო ზემო სვანეთი -11, გურია -4, კახეთი-3, შიდა ქართლი – 3, ქვემო ქართლი – 2, მცხეთა მთიანეთი -2, სამცხე ჯავახეთი -1.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 187-ით გაიზარდა და ამ დროისთვის ინფიცირებულთა ჯამური მონაცემი 3306- ს შეადგენს.

46-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და მათი საერთო რაოდენობა 1481 გახდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

კორონავირუსს საქართველოში 19 ადამიანი ემსხვერპლა.

Facebook Comments
x

Check Also

სად არის ავთო გალდავა ამ დრომდე უცნობია

გავრცელებული ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლება მას მერე მოხდა, რაც თავდამსხმელს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთო ...