Home » მთავარი » „ღირსეული პარტნიორი 2020”-ის დასრულებასთან დაკავშირებით სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა

„ღირსეული პარტნიორი 2020”-ის დასრულებასთან დაკავშირებით სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა

„ღირსეული პარტნიორი 2020”-ის დასრულებასთან დაკავშირებით სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე, ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა.
კონცერტის მსვლელობისას დაცული იყო ჯარისკაცების უსაფრთხოება და მათ მომღერლებთან დისტანცია აშორებდათ.
IV მექანიზებული ბრიგადის სტადიონზე მუსიკის თანხლებით სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბარბექიუ მოეწყო. კონცერტი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა გახსნა და სამ საათს გაგრძელდა. კონცერტზე საკუთარი რეპერტუარიდან მომღერლებმა, ქართული და უცხოური სიმღერები შეასრულეს. ღონისძიება დიჯეი რემბოს მუსიკალური გაფორმებით დასრულდა.
სწავლებაში მონაწილე საქართველოს და 4 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები კორონავირუსის (COVID-19) ინფექციის პრევენციის მიზნით, ვაზიანში სრული წესების დაცვით იმყოფებოდნენ.
საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ დღეს ვაზიანის მე-11 პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნით ოფიციალურად დაიხურა. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა.

სინქრონები:

უფროსი ლეიტენანტი ლუკა გოგიჩაიშვილი
41-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე

კაპრალი მარი დაბრუნდაშვილი
მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე

ჯერემი ბურკესი, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე

“შესანიშნავია, ძალიან მომწონს ეს ღონისძება. ყველანი კარგად გავერთეთ. ძალიან კარგი იდეა იყო ყველა მონაწილისთვის ამ საღამოს მოწყობა.”

ნუცა ბუზალაძე – მომღერალი
მაია ბარათაშვილი -მომღერალი
სალომე ბაკურაძე- მომღერალი
ნოდიკო ტატიშვილი- მომღერალი
მაკა ზამბახიძე -მომღერალი

Facebook Comments
x

Check Also

სად არის ავთო გალდავა ამ დრომდე უცნობია

გავრცელებული ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლება მას მერე მოხდა, რაც თავდამსხმელს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთო ...