Home » მთავარი » სამი ძირითადი რეკომენდაცია გათვალისწინებულია და სათანადოდაა ასახულია დოკუმენტში

სამი ძირითადი რეკომენდაცია გათვალისწინებულია და სათანადოდაა ასახულია დოკუმენტში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის შესახებ განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ სამი ძირითადი რეკომენდაცია გათვალისწინებულია და სათანადოდაა ასახულია დოკუმენტში.

„ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ღიაობა და საჯაროობა. მოთხოვნა იყო ღიაობაზე და რატომ? ღიაობა იძლევა გასაჩივრების სათანადო შესაძლებლობას და ეს პრინციპი ასახულია პროექტში. რაც შეეხება საჯაროობას, ამას თავისი მინუსები აქვს. იმ პირობებში, როცა ქულები და გადაწყვეტილებების შინაარსი და დასაბუთება საჯაროდ ქვეყნდება, არის ალბათობაა იმისა, რომ საბჭოს წევრები წნეხის ქვეშ მოექცნენ სხვადასხვა მხრიდან. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიები, მმართველი თუ ოპოზიციური პარტიები, სხვა დაინტერესებული მხარეები და ეს წნეხი მიზანშეუწონელია.

სხვათა შორის, თავის დროზე, სწორედ ღია იყო კენჭისყრა იუსტიციის საბჭოში და ეს აძლევდა ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს ზურაბ ადეიშვილს, რომ სასამართლო ხელისუფლება მთლიანად ეკონტროლებინა. აქედან გამომდინარე ცალსახაა, რომ ღია კენჭისყრას თავისი მინუსები აქვს. თავის დროზე, დაინტერესებული მხარეები, არასამთავროები ითხოვდნენ ღიაობის გაუქმებას. ახლა კონტექსტი შეიცვალა, საპირისპიროს ითხოვენ, ღიაობას დავთანხმდით, საჯაროობის მინუსებიდან გამომდინარე საჯაროობა არ აგვისახავს, მაგრამ რაც მთავარია, კენჭისყრა ღია იქნება და აპლიკანტს საკუთარი პოზიციების დაცვის შესაძლებლობას მისცემს, თუ ფიქრობს, რომ მის მიმართ დამოკიდებულება უსამართლო იყო, მას წარდგენა ეკუთვნოდა, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უსამართლოდ მოექცა“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

სად არის ავთო გალდავა ამ დრომდე უცნობია

გავრცელებული ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლება მას მერე მოხდა, რაც თავდამსხმელს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთო ...