Home » მთავარი » ივერი ბუაძე „მხედრული მამაცობისთვის“ უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა

ივერი ბუაძე „მხედრული მამაცობისთვის“ უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2017 წელს მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, ივერი ბუაძე უწყებრივი მედლით – „მხედრული მამაცობისთვის“ დააჯილდოვეს. დღესვე, უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს კაპიტნის წოდება მიენიჭა.

შესაბამისი წოდებრივი სამხრეები მას გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო მუნდირზე პირადად დაუმაგრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამხედრო მოსამსახურეს მხედრული ვალის პირნათლად შესრულებისათვის მადლობა გადაუხადეს.

ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო. მან მკურნალობისა და შემდგომში სამედიცინო რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი გერმანიაში აშშ-სა და საქართველოში გაიარა. ამჟამად ქართველი ოფიცერი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ტაქტიკური მომზადების ინსტრუქტორად მუშაობს.

Facebook Comments
x

Check Also

სად არის ავთო გალდავა ამ დრომდე უცნობია

გავრცელებული ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლება მას მერე მოხდა, რაც თავდამსხმელს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთო ...