Home » მთავარი » “აუცილებლად დაგიბრუნებთ ყველას კუთვნილ სახელმწიფო ანაბრებს…”

“აუცილებლად დაგიბრუნებთ ყველას კუთვნილ სახელმწიფო ანაბრებს…”

-ჩვენი ახალი ხელისუფლების პირობებში, აუცილებლად დაგიბრუნებთ ყველას კუთვნილ სახელმწიფო ანაბრებს – ამის შესახებ, ახალი პოლიტიკური ძალის ‘’ზვიადის გზის” ლიდერი, გიორგი ჩახაია სოციალურ ქსელში წერს:

“როგორც დაგპირდით, ხშირად ჩაგიტარებთ ეკონომიკაში მოკლე გაკვეთილებს, რომ არცერთმა ხელისუფალმა და ზოგადად პოლიტიკოსებმა, არასდროს არ მოგატყუოთ ჩემო კარგო ადამიანებო.  დაკარგული საბჭოთა ანაბრების შესახებ მე მოგაწვდით საკმაოდ სკანდალურ დეტალურ ანალიზს, თუ როგორ არ გიბრუნებდათ დღემდე, არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის ხელისუფლება თქვენ კუთვნილ, ოფლით დანაგროვებ საბჭოთა თუ შემდგომი პერიოდის დროინდელ დაკარგულ ანაბრებს. 

1. როგორც ვიცით, საბჭოთა და საბჭოთა პერიოდის შემდგომ პერიოდში, მოქალაქეების მიერ სახელმწიფო ბანკებსა თუ სხვა შემნახველ დაწესებულებებში განთავსებული ანაბრები დაიკარგა.

2. ეს ანაბრები, არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის ხელისუფლებას დღემდე არ დაუბრუნებია მოსახლეობისთვის.

3. ანაბრები დაიკარგაო და რა მერე, ვიღაცამ თუ წაიღო ეს ფული და მოიპარა, ყველა ხელისუფლებას შეეძლო, რომ ანაბრების იგივე მოცულობის ფული გამოეშვა და კვლავ განეთავსებინა მოქალაქეების საანაბრო ნაშთებზე. 

4. აი ასე „აბოლებენ“ დღემდე ადამიანებს, ანაბრები დაიკარგა და ჩვენ რა ვქნათო და ანაბრები რომ დაიკარგა, ახალ ფულს სახელმწიფო ვერ გამოუშვებდა და ამ ხალხს თავის კუთვნილ თანხებს ვერ დაუბრუნებდა რომ?!

5. მითუმეტეს საბჭოთა მანეთი, რომელიც შემდგომ საერთოდ გაუქმდა, ეს ფული რომც არ დაკარგულიყო, მაინც ლარი არ იყო დასაბეჭდი და ეს მანეთი ლარით ჩასანაცვლებელი თუ?! 

6. აი ასე ატყუებენ დღემდე ადამიანებს, არ აძლევენ საკუთარ ანაბრებს და მიპასუხეთ მეგობრებო, რა არის ეს, თუ არა ის, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას არ აწყობდა, ადამიანები მატერიალურად მოძლიერებულიყვნენ და ასე სიღარიბესა და ერთ უბედურებაში ჰყავდეთ დღემდე, რომ შემდეგ ადვილად დაიმონონ ღარიბი ადამიანები და ზოგიერთი მათგანი კი 20-30 ლარად ადვილად მოისყიდონ არჩევნებზე, ან საერთოდ გააქციონ ამ ქვეყნიდან.

7. ასე რომ, არასოდეს არ მოტყუვდეთ ვინმესგან, რომ ფული არ გვაქვს, დაბეჭდილი ფულის მეტი რა აქვს ნებისმიერ სახელმწიფოს. 

8. ჩვენი ახალი ხელისუფლების პირობებში, აუცილებლად დაგიბრუნებთ ყველას კუთვნილ სახელმწიფო ანაბრებს, უბრალოდ ერთბაშად ვერ მოგცემთ დიდ თანხებს, ინფლაცია რომ არ განვითარდეს, თორემ, ეტაპობრივად, დაკარგული ანაბრების თუ ნებისმიერი ვალის გასტუმრება თავისუფლად შეიძლება, ასევე, ხელფასების, პენსიების, დახმარებების და სხვა სახელმწიფო გასაცემლების მომატება ყოველწლიურად ისე, რომ ადამიანები ფინანსურად საკმაოდ მოძლიერდნენ, რასაც გავაკეთებთ კიდეც, თქვენთვის ყველასთვის ცნობილი, ჩვენი 30 ათას ლარიანი საბანკო ბარათების პროექტით, რომელიც ჩვენი ახალი ხელისუფლების პირობებში საჩუქრად გადაგეცემათ ყველა სრულწლოვან მოქალაქეს.

Facebook Comments
x

Check Also

სად არის ავთო გალდავა ამ დრომდე უცნობია

გავრცელებული ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლება მას მერე მოხდა, რაც თავდამსხმელს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთო ...