Home » ინტერვიუ » ეთერ თათარაიძის მუქარა და რამაზაშვილის პასუხი ამირან არაბულის კრიტიკას…

ეთერ თათარაიძის მუქარა და რამაზაშვილის პასუხი ამირან არაბულის კრიტიკას…

რუბრიკა „სტუმარი“

თამარ ჯამარიშვილი

დღეს ჩემი რუბრიკის სტუმარია გიორგი რამაზაშვილი, რომელიც 4 წელია ემიგრაციაში იმყოფება და მაინც არ ღალატობს მშობლიურ მხარეს და თუშებს, წერს ლექსებს, როგორც სალიტერატურო ქართულით, ასევე დიალექტზე.

რაცომღაც გიორგის შემოქმედებას გამოუჩნდნენ კრიტიკოსები .. მე გადავწყვიტე დავკავშირებოდი გიორგის და მისგან ამეღო ვრცელი ინტერვიუ ,რათა თქვენთვის პირველი პირისგან მომეწოდებინა ინფორმაცია,რას პასუხობს გიორგი ბრალდებებს.

-ნიჭი, რომელიც თქვენ გაქვთ და განავითარებთ ამ ასაკში ცოტა არ იყო მოსაფრთხილებელია, იმდენად ფაქიზად წერთ ლექსებს, იმდენად გულიანად ..რა არის თქვენი შთაგონების წყარო – მუზა?

– არ ვიცი ასეთ დროს რას ამბობენ ხოლმე, ნიჭი დავარქვა თუ ჩემი ამა სოფლის ყოფა მაგრამ ერთი კია, ლექსი არის ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. რასაკვირველია მოფრთხილება სჭირდება, თუ გააბრაზე გაბუტვა იცის ხოლმე, მე კიდევ მუხასთან გაბუტვას მთელი სამყაროს დაპირისპირება მირჩევნია, არასოდეს არ დავმჯდარვარ და არ მიფიქრია რა დავწერო და რას რა გავურითმო, თუ წერ ჭეერ, არცერთი ლექსის დაწერის პროცესი არ მახსოვს აი ასე გონად რომ მოვდივარ დამიწერია და დამიმთავრებია.

-ემიგრაციაში წასულს რა /ვინ გენატრებათ  საქართველოში? ხომ გიფიქრიათ, ახლა ჩავალ… და პირველ რიგში რას გააკეთებდით?

-ემიგრანტობა დღეს უმეტესობისათვის კარგად ნაცნობი გახდა სამწუხაროდ, მთელი ქვეყანა მენატრება, ჩემი თუშეთი მენატრება,ჯვარი ხატში ლოცვა მენატრება, ჩემი სახლ კარი მენატრება, ჩემი დები დის შვილები მეზობლები ნათესავები მეგობრები, ყველა მენატრება, ხოლო პირველ რიგში ზემო ალვანში სანებაში გადავიდოდი ჩემი გამზრდელი ბებიის, თებრო ბებოს საფლავზე და პაპის ლუკა პაპას საფლავზე, შემდეგ ფშაველში ჩავიდოდი დედაჩემის საფლავზე.

– რას ნიშნავს იყო ემიგრანტი ისეთი ადამიანისთვის, როგორიც თქვენ ხართ ,ბუნების მოყვარული ,მთის და ადამიანური ურთიერთობების?

-ძალიან რთულია ემიგრანტობა, მე ეს წლები დაკარგული მაქვს ეს წლები სიცოცხლისთვის უსარგებლოდ მიმაჩნია, როგორც არწივი დაამწყვდიო გალიაში ისეა ჩემთვის უცხოეთი. აქ არც ცა მეჩემება არც მიწა, არც სისხლი და ხორცი, არც ვინმე გულშემატკივარი მყავს ისე როგორც ჩემ სამყოფელში, თუმცა რას ვიზავ ცოტა გაძლება მმართებს. ბევრს ნიშნავს ჩემთვის მეგობარი, ადამიანური ურთიერთობები, ძალიან მგრძნობიარე ვარ და ზოგჯერ ადვილადაც კი მწყინს მაგრამ ადამიანს იმისგან გაყინა ვინც გიყვარს და რომ ვფიქრდები მადლობა უფალს რომ მიყვარს, ესევე გადამივლის ხოლმე წყენაც. მთაში ყოფნით ყველაზე მეტად ვარ ადამიანი, იქ ნამდვილი ვარ, ეჰ რაღა ვთქვა მთაზე მეტი ..

-ბოლო დღეებია ფეისბუქ სივრცე მოიცვა თქვენზე კრიტიკამ ,არა კონკრეტული ადამიანთა ჯგუფის, ვინც ჯანსაღად გაკრიტიკებთ, არამედ ერთი კონკრეტული ადამიანის სოციალურ ქსელში გაზიარებულმა თქვენმა ლექსმა, სადაც მოგიხსენიებთ, ვციტირებ  – „ვაი იმას,ვისაც ეს ბოდვა და უნიჭო პლაგიატი პოეზია ჰგონია! ქურდბაცაცა რამაზაშვილს,როგორც ჩანს,გარდა გალაწუნებისა,არაფერი უშველის!დიალექტზე ასე მეტყველს თუშები “ქალაჩუნას” ეძახიან!………………..?“ რა პასუხს გასცემთ ..?(თუმცა თქვენმა მკითხველმა უკვე გასცა პასუხი)

-მე ყოველთვის მზად ვარ იმისათვის რომ დამწუნებელი აუცილებლად მეყოლება,ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, ძალიან გაოგნებული ვარ, ქალბატონი ეთერ თათარაიძე ზემო ალვანში ჩემი მეზობელია, მე ამ ქსლბატონთან კეთილგანწყობისა და სიყვარულის გარდა არაფერი მაკავშირებდა, აგრეთვე დედაჩემის მეგობარი გახლდათ, დედაჩემის რომელიც ადრე გარდაიცვალა და იმის გამო კიდევ გაასმაგებულად ვაფასებ დედას მეგობრებს. მე გვარით და ძირფესვით თუში არ ვარ და არც არასოდეს დამიბრალებია, გავიზარდე თუშეთში და ეს კუთხე თავისი დიალექტით და ავ-კარგით ჩემთვის ყველაფრს ნიშნავს და ყველაფერზე წინ დგას. ხოლო ქალბატონი ეთერის მეუღლის ბატონი ამირან არაბულის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში რაც წერია ჩემზე, ამაზე მე რა უნდა ვთქვა? მთელმა საქართველომ იცის და ყველაზე კარგად მე ვიცი რომ არავისგან არაფერი არ მომიპარავს, ლექსის წერა კიდევ ისეთი რამეა ვერაფერს გაუგებ, ვერც ვერავის ვერ ვკითხავ თუშურად დავწერო თუ ლიტერატურულად, თუმცა სალიტერატურო ქართულითაც მრავალი ლექსი მაქვს დაწერილი. როცა როგორ მეწერება ისე ვწერ, არ დავწერო ლექსი ნიშნავს რომ სიცოცხლე უნდა შეწყვიტო, ხალხს რომ ვუყვარვარ ამას მე ვერ გავაკონტროლებ, არავისთვის დამიძალებია ჩემი ლექსი წაიკითხეთ და შემიყვარეთო, დრო იტყვის სათქმელს და საზოგადოება განსჯის განსასჯელს.

-რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც სხვისი კრიტიკით საზრდოობს?

– ერთი ასეთი მდიდრული ნათქვამი გვაქვს ქართველებს სწავლა სიბერემდეო, თუნდაც სწავლად და თუნდაც რჩევად ჩამითვალონ, ვიტყოდი რომ ჯერ ჩვენს სისწორეში დავრწმუნდეთ და შემდეგ სხვისი უსწორმასწორიბის გასწორებას შევუდგეთ. თუმცა პოეზია ძნელად სავალი გზაა მაგრამ მადლობა უფალს რომ სწორედ ეს გზა მხვდა წილად რათა ჩემს ლხინს და დარდს ლექსით გადმოვცემ. მე პოეტი არ ვარ, ღმერთმაც დამიფაროს მაგის ამბიცია მქონდეს პოეტი ვარო, მიყვარს ლექსის წერა და მაწერინებს უფალი. გავიხსენებ დიდ თუშ პოეტს იოსებ ლონგიშვილს, ასე ჰყავდათ სიცოცხლეში გამწარებული ეს დიადი კაცი, მაგრამ დრომ თქვა სათქმელი და და ხალხმა, არა ერთეულების მინდა ვიყო პოეტი- ობამ. სხვის თვალში ქულების დამწერი კაცი უნებლიედ თავისივე სამარის გამთხრელია, საზოგადოებაში ცოცხლად დამარხული, და კაციობის არამიმანიშნრბელი ყოფიერების მატარებელი, რავიცი რას ვიტყოდი, შეუნდოს უფალმა ასეთ ადამიანებს.

-და ბოლოს, რას ეტყოდით ემიგრაციაში გადახვეწილ მარგალიტებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ ქმნიან და აკეთებენ საშვილიშვილო საქმეს საქართველოსთვის?

– დღეს ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არ ფასდება ნიჭი სათანადოდ, ძალიან ბევრი მარგალიტია გაბნეული უცხო მიწა-წყალზე და საქართველოს კიდევ ყვავ ყორანი ჰყავს შესეული. ვთხოვ ჩვენს ემიგრაციაში გაგაფანტულ მარგალიტებს რომ არ შედრკნენ გააგრძელონ შედევრების შექმნა და მოღვაწეობა სამშობლოს მომავლის საიმედოდ. დროს დრო მივცეთ და სათქმელი აუცილებლად ითქმევა, უფალმა განსაჯოს განსასჯელი, მე რისი თქმის უფლება მაქვს, ღმერთი არს ჩვენთან ჩემო ქართველებო.

აქვე ვურთავთ ინტერდისციპლინური ჰუმანიტარიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის არსენ ბერთლანის კომენტარს :

-ვთვლი, რომ ბ-ნი ამირან არაბულის საჯარო მოქცევა გიორგი რამაზაშვილთან მიმართებაში გამოვარდნილია როგორც სამართლებრივი, ისე ეთიკური, ადამიანური ჩარჩოებიდან. გიორგის რომც ჰქონოდა ჩადენილი რაიმე შემოქმედებითი დანაშაული, ამირანს, ვინაც, თუ სწორად მახსოვს, ერთ დროს საფლავის ქვებს ეფერებოდა, პატივი უნდა ეცა მიცვალებული მანდილოსნისთვის და არ უნდა გამოეყენებინა მისი სახე თუ სახელი! ჯამში ვთვლი: თუ პლაგიატის მიმართულებით რამე ბრალი ედება გიორგის, უნდა კონკრეტული ფაქტები გამოიფინოს ზუსტი წყაროების მითითებით. სხვაგვარად დაუშვებელია ერთმა პიროვნებამ, რაც არ უნდა „დიდმა კაცმა“, ცილი დასწამოს მეორე პიროვნებას, რაც არ უნდა „პატარა კაცს“, თუმცა გიორგი სულაც არაა პატარა კაცი, პირიქით.ხოლო ვიდრე პლაგიატის მტკიცებულებები დაიდებოდეს, საჯაროდვე ბოდიშის მოხდა ამირანს კი არ დაამდაბლებდა, პირიქით, აღამაღლებდა…

აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, სწორედ ამიტომ გთავაზობთ აჩი სუხიტაშვილის კომენტარს უცვლელად.

აჩი სუხიტაშვილი
რასაკვირველია წაშლით კომენტარს მაგრამ მაინც დავწერ, როდესაც გიორგის შემოქმედებითი რიგით მეორე საღამო ჩატარდა 2011 წელს სამების საკათედრო ტაძარში, უწმინდესის კურთხევით, ქალბატონმა ეთერიმ დაურეკა გიორგის და დაემუქრა თუ კიდევ წარსდგებოდა თუშური ლექსით, სცენას დაანატრულებდა
წნევა არ ვიცოდი რა იყო და შენი გამოჩენის შემდეგ წნევას ვეღარ ვიგდებო, მგონი რომ მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობითაც ყველაფერი ნათქვამია. ამ ამბავს ბევრი მომსწრე ჰყავს და ზღაპარი არ გეგონოთ…
სწორედ მას შემდეგ ანხორციელებთ გიორგიზე მუქარებს და მის დისკრედიტაციას ეწევით… საზოგადოებამ.

Facebook Comments
x

Check Also

სად არის ავთო გალდავა ამ დრომდე უცნობია

გავრცელებული ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლება მას მერე მოხდა, რაც თავდამსხმელს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთო ...