Home » მთავარი » მაქსიმალური ყურადღებით ვაკვირდებით ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

მაქსიმალური ყურადღებით ვაკვირდებით ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

დავით ასათიანი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

ახლახანს შევხვდი ადვოკატ მიხეილ რამიშვილს მის ირგვლივ განვითარებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ადვოკატის განცხადებით, მისი ყველა მოქმედება მისი დაცვის ქვეშ მყოფებისა და გამოძიების ობიექტურად წარმართვის ინტერესითაა განპირობებული.

რაც შეეხება ადვოკატის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის მოპოვებას – იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატის როგორც მობილურ ტელეფონში, ისე სხვა ელექტრულ მატარებლებზე შეიძლება ინახებოდეს არაერთი კლიენტის, სხვადასხვა სახის, პროფესიული საიდუმლოების შემცველი კონფიდენციალური ინფორმაცია, მივუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს იმოქმედონ კანონმდებლობისა და სასამართლოს განჩინების მოთხოვნათა სრული დაცვით და უზრუნველყონ ადვოკატის პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობა.

მაქსიმალური ყურადღებით ვაკვირდებით ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს როგორც ადვოკატის მიერ თავისი საქმიანობის თავისუფლად და შეუფერხებლად განხორციელება, ისე პროფესიული ხასიათის ინფორმაციის კონფიდენციალობის განუხრელად დაცვა.

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...