Home » მთავარი » დაწყებითი კლასის მოსწავლეები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ…

დაწყებითი კლასის მოსწავლეები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ…

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმ ეტაპებზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს.

პრემიერის თქმით, დაწყებითი კლასის მოსწავლეები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ.

“რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც. ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ,” – განაცხადა გახარიამ.

Facebook Comments
x

Check Also

“ქართული ოცნების” რეიტინგი 55-60%-ს შორის არის და არჩევნებამდე კიდევ უფრო გაიზრდება”

ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” რეიტინგი 55-60%-ს შორის არის და არჩევნებამდე კიდევ უფრო გაიზრდება. კობახიძე ...