Home » მთავარი » საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხები

საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხები

ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. პირველად ვიზიტი საქართველოს პრემიერთან შედგა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები გაიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურულ სფეროებში. მხარეებმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის შორის სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ორივე ქვეყნის ინტერესი რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის არსებული შესაბამისი უწყებები და კომისიები მუშაობენ. ამის შესახებ თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა 2020 წლის მარტში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ვერ შედგა, თუმცა ბაირამოვი იმედოვნებს, რომ კომისია ამ საკითხს მოაგვარებს.

„იმედს ვიტოვებთ, რომ ზოგადად, საზღვრის დელიმიტაციის საკითხები კომისიის მიერ იქნება მოგვარებული და გადაწყვეტილი. ამ მიმართულებით საქმიანობა მიმდინარეობს, ტარდება კვლევები და მსჯელობა, ჯობს, ჩვენ ეს სპეციალისტებსა და პროფესიონალებს მივანდოთ. აგრეთვე მინდა, ერთი საკითხიც აღვნიშო, მიგვაჩნია, რომ მსგავსი საკითხების განხილვის პერიოდში სპეციალისტების თავისუფალ გარემოში მუშაობისთვის შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას, ამ მიმართულებით რამე სპეკულაცია ან პოლიტიკური შეფასებები პროცესის მუშაობას ხელს უშლის“, – განაცხადა ბაირამოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მესამე ქვეყნებს მსგავს საკითხებს თბილისსა და ბაქოს ურთიერთობების გაუარესების მომხრეები საკუთარ ინტერესებში იყენებენ.

„გარკვეული პერიოდის წინ ჩვენ დავრწმუნდით, რომ მსგავს საკითხებს აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების უარყოფითი გავლენის მსურველები, ანუ მესამე ქვეყნები იყენებდნენ, ამიტომაც ორივე ქვეყნის მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ვურჩევ, უფრო ყურადღებით იყვნენ. იმის გამო, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და სათუთი საკითხია, მოზომილები უნდა ვიყოთ განცხადებებშიც, რადგან ჩვენი ურთიერთობები არ დაზიანდეს. დამერწმუნეთ, საქართველო-აზერბაიჯანს შორის არ არსებობს საკითხები, რომლებიც არ შეიძლება განხილულ იქნას და მოგვარდეს, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ეს საკითხიც მოგვარდება“, – აღნიშნა მინისტრმა.

Facebook Comments
x

Check Also

სად არის ავთო გალდავა ამ დრომდე უცნობია

გავრცელებული ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლება მას მერე მოხდა, რაც თავდამსხმელს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთო ...