Home » მთავარი » ეს ვითარება კორონავირუსთან დაკავშირებით, აცდენილია ყველა გონივრულ ზღვარს!

ეს ვითარება კორონავირუსთან დაკავშირებით, აცდენილია ყველა გონივრულ ზღვარს!

ნიკოლაოს მუხსიადის
მეან-გინეკოლოგი, მცირეინვაზიური ქირურგიის სპეციალისტი ( ენდოსკოპისტი). ხარისხის კონტროლის მენეჯერი)

როგორც ყოველთვის, 2012 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო არის დაკავებული პოპულიზმით, დემაგოგიით, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით და ბიუჯეტის თანხების ათვისებით! არ მინდა, ლოზუნგათ ჟღერდეს ჩემი ეს გამონათქვამი, მაგრამ ეს ვითარება კორონავირუსთან დაკავშირებით, აცდენილია ყველა გონივრულ ზღვარს! ყველამ ვიცით, არა მარტო მედიცინის სპეციალისტებმა, რომ ინფიცირებულის და ავადმყოფის შორს დიდი განსხვავება არსებობს. დღეს დღეობით ვითარება საერთოდ არ არის საგანგაშო! მოიმატა ინფიცირებულების რაოდენობა, რაც თავის თავად განპირობებულია მკვეთრად გაზრდილი ტესტების რაოდენობით!

ამ ეტაპზე, სასიცოცხლოდ მვნიშნელოვანია სეზონური გრიპის კონტროლი ვაქცინაციის მეშვეობით! უპირველეს ყოვლისა სამინისტროს ნომერი პირველი ამოცანაა უზრუნველყოს ვაქცინების საკმარისი რაოდენობა, რათა გადაიფაროს და ელიმინირებული იქნას კომბინირებული სუპერინფექცია ( კოვიდი+ სეზონური გრიპი)! შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მიმართული ჰოსპიტალური სექტორის მომზადებაზე, (არ ვგულისხმობ საწოლების და სასუნთქი აპარატების რაოდენობას, ეს ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო) ინფექციური კონტროლის გამკაცრება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. და რაც მთავარია, ყველამ უნდა გავიაზროთ , კორონავირუსი არსად არ გაქრება და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მვნიშნელოვანია ამ ვირუსთან თანაცხოვრება, ზედმეტი აჟიოტაჟის და პანიკის გარეშე, სწორად და ეფექტურად წინ გადადგმული ნაბიჯები.

ექიმი რამდენიმე ხნის წინ იყო ჩვენი სტუმარი და ჯანდაცვის სისტემაზე ისაუბრა.

ჯანდაცვის სისტემაში ეშმაკი ფეხს მოიტეხს

ექიმი, ხარისხის კონტროლის მენეჯერი ნიკოლას მუხსიადისისაყოველთაო დაზღვევა, ხარისხი მედიცინაში, მონოპოლიზაცია…-რატომ აქვთ ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკები და დაზღვევა…-რატომ მიდიან ექიმები საქართველოდან…

Gepostet von ტელეკომპანია Gmtv am Donnerstag, 10. September 2020

Facebook Comments
x

Check Also

…როგორი იქნება ჩვენი ცხოვრების დონე მომავალ 5-10 წელიწადში…

ლევან ბოძაშვილი კონსტიტუციონალისტი ჩვენი პოლიტპარტიების და შესაბამისად ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა მათი განვითარებისა და განათლების ...