Home » მთავარი » ეს ომი, თუ დროზე არ გაჩერდა, მთელს რეგიონს სისხლისღვრის და ნგრევის მორევში ჩაითრევს!

ეს ომი, თუ დროზე არ გაჩერდა, მთელს რეგიონს სისხლისღვრის და ნგრევის მორევში ჩაითრევს!

სოსო მანჯავიძე

პოლიტოლოგი

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის მთელს პერიმეტრზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.
ისე, ჩანს, რომ სწორედ ეს კონფლიქტი გახდება მსოფლიოში დაგროვილი დაძაბულობის ცხელ ფაზაში გადასვლის ადგილი.
ეს ომი, თუ ის დროზე არ გაჩერდა, მთელს რეგიონს სისხლისღვრის და ნგრევის მორევში ჩაითრევს.
ორივე ჩვენი მეზობლისათვის კი შედეგები უმძიმესი იქნება და ორივესთვის სანატრელი გახდება ომამდელი მდგომარეობა.
მოვლენათა ასეთი დრამატული განვითარების შემთხვევაში საქართველო უაღრესად მძიმე გამოწვევების წინაშე დადგება.
ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ რეგიონში მშვიდობას დამყარებას შევუწყოთ ხელი, ამასთან არ უნდა მივცეთ საშუალება დაპირისპირებული მხარეებს , რომ კონფლიქტი ჩვენს ტერიტორიაზე გადმოიტანონ.
ამისთვის კი სწრაფი და ეფექტური მოქმედებებია საჭირო.

შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია.

სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...