Home » მთავარი » აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილი მდგომარეობა ზიანს აყენებს საქართველოს ეკონომიკას

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილი მდგომარეობა ზიანს აყენებს საქართველოს ეკონომიკას

ნოდარ სირბილაძე

ეკონომისტი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ესკალაცია კვლავ გრძელდება. მეტიც, სომხეთის მთავრობამ საომარი მდგომარეობა შემოიღო და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა.

შექმნილი მდგომარეობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც რეგიონის პოლიტიკურ სტაბილურობას, ისე საქართველოს ეკონომიკას. განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი.

ექსპორტი

საქართველომ მიმდინარე წელს სულ 2 მილიარდ 71 მილიონი დოლარის ექსპორტი განახორციელა. აქედან 13.7% ანუ 284 მილიონ დოლარზე მეტი საქონელი აზერბაიჯანში გავიტანეთ. საქართველოდან ჩინეთის შემდეგ ექსპორტი ყველაზე დიდი მოცულობა აზერბაიჯანში  ხორციელდება 2020 წელს.

რაც შეეხება სომხეთს. მიმდინარე წელს სომხეთში 122 მილიონ დოლარზე მეტი საქონელი გავიტანეთ. მთლიანობაში ამ ორ ქვეყანაში საქართველომ ჯამში 400 მილიონ დოლარზე მეტი გაიტანა. ანუ საქართველოს  მთლიანი ექსპორტის 19.6% სწორედ ამ ორ ქვეყანაზე მოდის

 

ტურიზმი

რაც შეეხება ტურიზმს. გასულ 2019 წელს ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა (მილიონ 500 ათასზე მეტი). სომხეთიდან კიდე დაახლოებით მილიონ 365 ათასი ტურისტი შემოვიდა. ასევე ჯამურად რომ ავიღოთ საერთაშორისო მოგზაურობის რაოდენობა, 2019 წელს საქართველოში 9 მილიონ 357 ათაში საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, საიდანაც 2 მილიონ 291 ვიზიტორი სწორედ სომხეთიდან და აბაიჯანიდან შემოვიდა.

 

როგორც გამოჩნდა, ჩვენი ეკონომიკის შემოსავლების მსუყე წილი სწორედ სომხეთთან და აზერბაიჯანთან არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე მოდის. მათ შორის არსებული საომარი მდგომარეობა კი ჩვენი ეკონომიკის შემოსავლების საფრთხეს ქმნის.

ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ რეგიონში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა ნეგატიურად იასახება სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობაზეც, იმდენად რამდენადაც, ასეთ დაძაბულობის ფონზე ბევრი არ ჩამოვა ჩვენთნა. გარდა ამისა კონფლიქტი ირიბად აისახება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზეც(FDI). არამგონია ინვესტორმა ჩადოს ფული იმ რეგიონში, სადაც ესკალაციის ხარისხი მაღალია.

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...