Home » მთავარი » რუსეთისთვის ომი შანტაჟის საუკეთესო ინსტრუმენტია

რუსეთისთვის ომი შანტაჟის საუკეთესო ინსტრუმენტია

დავით ნებიერიძე

“დაიცავი არჩევანი”-ს დამფუძნებელი

რუსეთისთვის ურთიერთწაკიდებულ მეზობლებს შორის ომი შანტაჟის საუკეთესო ინსტრუმენტია.

ამ დროს რუსეთი ყველაფერს იღებს ორივე მხრისგან, თუ კომფლიქტში მყოფ ორივე მხარის უკან სხვა დიდი ძალა არა დგას, რომელიც აბალანსებს რუსეთის ფაქტორს. ამიტომ, სჭირდება რუსეთს მეზობლების უბლოკო სტატუსები, ნეიტრალიტეტი და ერთი ერთზე დარჩენა. ლოგიკა მარტივია – ორივე მხარეს ჰპირდება ყველაფერს მისთვის სასურველი პირობების სანაცვლოდ და ორივე მხარეს გადააგდებს და გადააგდებს იმიტომ, რომ ორივე მხარე მაქსიმალურად დასუსტდეს და კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულნი გახდნენ რუსეთზე. რათა კიდევ უფრო მეტი დასტყუოს ორივე მხარეს.

მხოლოდ ძლიერი პარტნიორებით ზურგგამაგრებულ პატარა ქვეყნებს შეუძლიათ ღირსეული ოპონირება და წინააღმდეგობა, თავისთვის მომგებიან პირობებზე რუსეთის დათანხმება და ხშირად კონტრშანტაჟიც კი.

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...