Home » მთავარი » ნატო: მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება

ნატო: მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შესახებ ცნობების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, – განაცხადა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ.

„ამ კონფლიქტის მოგვარებისთვის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის მხარეებმა მოლაპარაკებები უნდა განაახლონ. ნატო მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობას “, – აღნიშნულია განცხადებაში.

აზერბაიჯანის პარლამენტმა დღეს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო, და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადადის, პაშინიანი მოსახლეობას სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ მოუწოდებს.

სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა

 

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...