Home » კრიმინალი » ვინ არის გოგონა, რომელიც რუსთავში საზარელ ავარიას ემსხვერპლა…

ვინ არის გოგონა, რომელიც რუსთავში საზარელ ავარიას ემსხვერპლა…

გუშინ ღამით რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავარია მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შავი „მუსტანგი“ 16 წლის ელენე ბაშარულსა და მის ძაღლს დაეჯახა და ორივე ადგილზე მოკლა.

მძღოლი მიიმალა.

ელენე რუსთავის მე-16 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეა.

 

თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საჭესთან ქალი იჯდა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი გახლდათ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც უკვე დაკავებულია.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

Facebook Comments
x

Check Also

სად არის ავთო გალდავა ამ დრომდე უცნობია

გავრცელებული ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლება მას მერე მოხდა, რაც თავდამსხმელს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთო ...