Home » მთავარი » “დაუშვებელია პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი და მუქარა ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ”

“დაუშვებელია პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი და მუქარა ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ”

რგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები”, წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ შუალედურ დასკვნას აქვეყნებს. ანგარიში ძალადობის კონკრეტულ ფაქტებს, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟის შემთხვევებს მოიცავს.

საუბარია ასევე “ლელოსა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” კანდიდატების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე.

სამოქალაქო სექტორის მოთხოვნას, რომ ყველა მსგავს ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს, პოლიტიკოსებიც უერთდებიან.

“დაუშვებელია პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი და მუქარა ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ეს არის ის მავნე პრაქტიკა, რომელიც იყო ყოველთვის “ქართული ოცნების” მმართველობის წლებში. ის, რომ ხელისუფლება ასეთ საქმეებს არ იძიებს, მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხი არ არის,”-აღნიშნა პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა თეონა აქუბარდიამ.

ეკა ბესელიას განცხადებით კი, მსგავსი ფაქტების დაუსჯელობა უკუეფექტს გამოიღებს.

“დაუსჯელობა ასეთი მძიმე დანაშაულის, არის სხვა შემდეგი ქმედებების პროვოცირება. როდესაც 21-ე საუკუნეში იყენებ ჟანტაჟისა და დაშინების მეთოდს, ეს ორმაგად უკუეფექტს გამოიღებს,”- განაცხადა პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...