Home » მთავარი » იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ჩვენს ხელთ არსებული პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია მთავარი, საზოგადოებრივი მაუწყებელი).

ჩვენი პირველადი კომუნიკაციით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით.

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება. აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად,” – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი ყურადღებით აკვირდება მარნეულში მიმდინარე მოვლენებს. ამ წუთებში აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე მიემგზავრებიან.

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...