Home » მთავარი » ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო

5 ოქტომბერს, ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას ყირგიზეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა, არიან დაშავებულები. დემონსტრანტებმა ბიშკეკში საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა მოახერხა, დღეს კი, ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, გუშინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო.

დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ქალაქის ცენტრში ისმოდა სროლის ხმა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავდა 590 ადამიანი.

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...