Home » მთავარი » მარნეულში პარტია „ქართული ოცნების“ ბანერი დააზიანეს

მარნეულში პარტია „ქართული ოცნების“ ბანერი დააზიანეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე, წუხელ გვიან ღამით, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი დააზიანეს, რომელიც ავტობუსის მოსაცდელ კონსტრუქციაზე იყო განთავსებული.

მარნეულსა და გარდაბანში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაურ დარგალის განცხადებით, საარჩევნო მასალების დაზიანებას სისტემატური, შეგნებული და მიზანმიმართული ხასიათი აქვს, როგორც ქალაქის მასშტაბით, ისე სოფლებში.

 

„როგორც ხედავთ, ოპოზიციური ძალების მხრიდან, პროვოკაციების გარდა ვანდალურ ფაქტებს აქვს ადგილი. წუხელ ღამე, დააზიანეს როგორც ჩვენი ბანერი, ისე კერძო საკუთრება. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასეთი ფაქტები უამრავია. პლაკატები დაზიანებულია სოფლებშიც. პირდაპირი დავალებაა გაცემული თავიან აქტივისტებზე, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად დააზიანონ ქალაქსა და სოფლებში ჩვენი პლაკატები და ბანერები. ამის მაგალითი გახლავთ წუხელ მომხდარი ვანდალური ფაქტი, რომელიც მიმართულია, როგორც პარტიის წინააღმდეგ, ისე ქალაქის იერსახის დამახინჯებისკენ. ფაქტთან დაკავშირებით საქმეზე გამოძიება დაწყებულია,“- განაცხადა ზაურ დარგალმა.

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...