Home » მთავარი » ეს ადამიანები პოლიტიკურ ბატალიებს ეწირებიან – მელაშვილის ადვოკატი

ეს ადამიანები პოლიტიკურ ბატალიებს ეწირებიან – მელაშვილის ადვოკატი

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკურ საკითხებს ეწირება.

-დღევანდელი მოვლენები მსხვერპლშეწირვას უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე სამართლებრივ პროცესს და ეს ადამიანები პოლიტიკურ ბატალიებს ეწირებიან. მიგვაჩნია, რომ ბრალდება არის აბსურდული, ვინაიდან ამ შემთხვვევაში მეცნიერები, პროფესიონალები, მათი შეხედულებისამებრ ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლებიც ოფიციალური შეთანხმების ნაწილი იყო სახელმწიფოებს შორის და ის რუკები, რომელთაც მათ ედავებიან, რომ ეხელმძღვანელათ, მათთვის იყო არასანდო და ასეთ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ არ უნდა დაყრდნობოდნენ.  ბატონი ივერი მელაშვილისთვის ეს ბრალდება არის პოლიტიკური პროცესებისთვის თანმდევი შედეგი. ჩვენ პოზიციაა აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩნენ ბრალდებულები, თუმცა, ალტერნატივის სახით განვიხილავთ გირაოსაც,” – განაცხადა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.

შეგახსენებთ:

ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ბრალდებით 2 პირია დაკავებული

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...