Home » მთავარი » მელაშვილი სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით არ მიმართავს

მელაშვილი სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით არ მიმართავს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოსთვის გირაოს შეთავაზებას არ აპირებს. შესაბამისად, ადვოკატი სასამართლოს,  მელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით არ მიმართავს.

-ბატონი ივერი სასამართლოსთვის არანაირი ალტერნატივის შეთავაზებას არ აპირებს, მათ შორის, გირაოსიც. ის თვლის რომ ეს მისი ბრძოლაა და ბოლომდე იბრძოლებს, – განაცხადა ადვოკატმა.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატის სულხან კომახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, თუმცა სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების ალტერნატივის სახით გირაოს მოითხოვენ.

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...