Home » მთავარი » სოფელ ერისიმედში სამედიცინო კარვები მოეწყო

სოფელ ერისიმედში სამედიცინო კარვები მოეწყო

დღეს დილიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში სამედიცინო კარვები მოეწყო.

სოფელში შემსვლელ და გამსვლელ მოქალაქეებს პრევენციული ღონისძიების მიზნით ტესტირება და თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სოფელში 58 წლის ქალს და მის მეუღლეს ვირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირების სავარაუდო წყარო მათ აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება.

ბოლო მონაცემებით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 10752
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 5866
  • მათ შორის გარდაცვლილი – 72
  • კარანტინის რეჟიმში – 5574
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1338
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41
Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...