Home » მთავარი » 8 დღიანი კარანტინის ნაცვლად 12 დღე თვითიზოლაციაში

8 დღიანი კარანტინის ნაცვლად 12 დღე თვითიზოლაციაში

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში შემოსულ მოქალაქეებს სავალდებულო 8 დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ, თუმცა 12 დღე თვითიზოლაციაში უნდა დარჩნენ.

როგორც გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ გადაწყვეტილებით მთავრობა ცდილობს ეკონომიკაში მეტი დინამიკა შემოიტანოს.

„მას შემდეგ, რაც დაემატება ახალი ფრენები, საკარანტინე სივრცეებში მათი გადაყვანის სქემა შეიცვლება. ყველა მოქალაქეს, რომელიც ბრუნდება სამშობლოში და გაკეთებული ექნება PCR ტესტი, შეეძლება გადავიდეს თვითიზოლაციაში 12 დღის განმავლობაში და აღარ განთავსდება საკარანტინე სივრცეში. ხოლო თუ მოქალაქეს არ ექნება გაკეთებული PCR ტესტი, მას შესაძლებლობა ექნება, საკარანტინე სივრცით ჩვეულებრივ ისარგებლონ. ეს არის ის, რითაც ვცდილობთ ეკონომიკაში მეტი დინამიკა შემოვიტანოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...