Home » მთავარი » „იმ პერიოდის რუკები ადასტურებს, რომ დავით გარეჯის ტერიტორია იყო, არის და უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე“

„იმ პერიოდის რუკები ადასტურებს, რომ დავით გარეჯის ტერიტორია იყო, არის და უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე“

ირაკლი ღარიბაშვილი: „იმ პერიოდის რუკები ადასტურებს, რომ დავით გარეჯის ტერიტორია იყო, არის და უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე

დავით გარეჯთან საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული საზღვრის გარკვეულ მონაკვეთზე დელიმიტაცია-დემარკაციისა და 1938 წლის ორიგინალი კარტოგრაფიული რუკების მოპოვების საკითხებზე თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ ისაუბრა.

მინისტრმა ორიგინალი კარტოგრაფიული რუკების მოპოვებასთან დაკავშირებით 2019 წელი გაიხსენა: „შვეიცარიაში მოღვაწე ქართველ პატრიოტ კაცს, ბატონ დავით ხიდაშელს აქვს კარტოგრაფიული კომპანია, 20 წელია როგორც ჰობი უკვე ასეა დაკავებული. ბატონი დავითი ძალიან შეძლებული ადამიანი, გამორჩეული პატრიოტი, ქართველი ბიზნესმენია, რომელმაც ბატონი ბიძინას ეს დავალება, დაკვეთა  ძალიან დიდი სიხარულით მიიღო. ჩვენ შევხვდით მის წარმომადგენელს, შევახვედრე ბატონი ნოდარ ხორბალაძე, დაიწყო მუშაობა. ეს ხდება 2019 წლის შემოდგომაზე. სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 3 აპრილს კონკრეტულად, ჩვენ ჩამოგვდის რუსეთის არქივიდან, ოკუპანტი ქვეყნიდან წამოღებული ორიგინალი რუკები. ვფიქრობ, ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი სპეცოპერაციის დამგეგმავი ინიციატორი და შემსრულებლებლები მინიმუმ მადლობას იმსახურებენ. ჩემთვის ბატონი დავითის ქმედება გმირობის ტოლფასია და მადლობა ეკუთვნის ამ ადამიანს იმ დიდი პატრიოტული საქმისთვის, რაც მან გააკეთა”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშილმა.

მინისტრის თქმით, რუსეთის გარდა, დავით ხიდაშელმა  საქართველოში ჩამოიტანა და ქართულ მხარეს გადასცა სხვა რუკებიც და ლიტერატურა, რომელიც რეალურად მთელს სახელმწიფო საზღვრებს ეხება. როგორც მინისტრმა ახსენა, შვეიცარიაში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა რუკები ჩამოიტანა ამერიკიდან – აშშ-ის არმიის რუკა, ასევე საჰაერო ძალების რუკა, გერმანიის სამხედრო რუკა – იმ პერიოდის რუკა რომელიც ასევე ადასტურებს, რომ დავით გარეჯის ტერიტორია და ა.შ. იყო, არის და უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე. ამის გარდა, იყო აზერბაიჯანის რუკებიც.

გაფორმდა შეთანხმება, რომელშიც წერია შავით თეთრზე…

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...