Home » მედიცინა » კამელინი-ვირუსული ინფექციების საწინააღმდეგო უნიკალური საშუალება!

კამელინი-ვირუსული ინფექციების საწინააღმდეგო უნიკალური საშუალება!

პრეპარატ „კამელინზე“ უამრავი კითხვა შემოდის საზოგადოების მხრიდან. ყველაზე მეტად კითხულობენ თუ რისთვის გამოიყენება იგი.
როგორც ცნობილია, გასული საუკუნის 50-წლებში ექიმმა-ქურირგმა ბენედიქტე მაღლაკელიძემ ის სიმსივნესთან საბრძოლველად შექმნა, თუმცა კლინიკურ-ექსპერიმენტულმა კვლევებმა გამოავლინა პრეპარატის ჩვენების მრავალმხრივობა. დღეს მას გამოიყენებენ არა მხოლოდ სიმსივნური პათოლოგიების დროს, არამედ სტომატოლოგიაში, რევმატოლოგიაში, ქირურგიაში, უროლოგიაში, გინეკოლოგიაში, დამწვრობით გამოწვეული პათოლოგიების სამკურნალოდ და სხვა ჩვენებების დროს.

შესაძლებელია თუ არა კამელინის გამოყენება დიაბეტიანებისთვის , შეიძლება თუ არა მისი გამოყენება ბავშვებში? იმუნიტეტის ა და ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლისთვის კამელინის რომელი სახეობა გამოიყენონ, რამდენი კურსის ჩატარებაა საჭირო -ეს ხშირად დასმული კითხვებია პრეპარატ კამელინზე.

კითხვებზე პასუხს ფარმაცევტული კომპანია კამელინის ექიმი -კონსულტანტი-თამარ ცერვაძე გასცემს.

თამარ ცერცვაძე:
-“კამელინი” იმუნომოდულატორული აქტივობის გამაძლიერებელი საშუალება, ანტიოქსიდანტია; არეგულირებს უჯრედოვანი იმუნური სისტემის მუშაობას და იცავს ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებისგან. “კამელინი” შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპლექსურ თერაპიაში სხვადასხვა პათოლოგიის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ პათოგენეზში ადგილი აქვს იმუნოპათოლოგიურ ფაქტორებს. შესწავლილ იქნა პრეპარატ “კამელინის” ანტიოქსიდანტური აქტივობაც. ექსპერიმენტებში გამოყენებული იქნა კამელინის ხუთივე ფორმის პრეპარატი, მაგრამ აქცენტი “კამელინ-მ2”-ზე, კაფსულებზე გაკეთდა. კვლევებიდან გამომდინარე ზრდასრულ ადამიანებში (ანტიოქსიდანტური ნივთიერებების მოთხოვნის საშუალო სადღეღამისო ნორმა 360 მგ-ს შეადგენს) “კამელინის” 2-3 კაფსულა სრულიად უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ მოთხოვნებს.
-შესაძლებელია თუ არა კამელინის გამოყენება დიაბეტიანებისთვის და მივმართო თუ არა ექიმს?
-დიაბეტის წინააღმდეგ ჩვენებები არ არის ცნობილი, ინსულინ დამოკიდებული პაციენტებისთვის უმჯობესია „კამელინ მ2“ , კაფსულების გამოყენება.

-შეიძლება ბავშვებში ამ პრეპარატის გამოყენება?

-ბავშვებისთვის თავისუფლად შეგიძლიათ „კამელინ მ3“ -ის, ანუ მალამოს გამოყენება, პირის ღრუს ინფექციების დროს კი კამელინფლუ, დოზირებების შესახებ მოგვმართეთ.

– იმუნიტეტის ასამაღლებლად და ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლისთვის კამელინის რომელი სახეობა გამოიყენება და რა პერიოდში მივიღებთ შედეგს? რამდენი კურსის ჩატარება დაგვჭირდება?

-იმუნიტეტის ასამაღლებლად და ვირუსულ ინფექციებთან ერთად კამელინის გამოყენება მიზნობრივია, კაფსულების, ანუ „კამელინ მ2“- ის მიღება 1 კაფსულა დღეში 3 ჯერ, ან „კამელინმ 1“ ინექცია დღეში ერთხელ 2 კურსი.

–შეიძლება თუ არა კამელინის მოხმარება სხვა მედიკამენტებთან ერთად?
-შესაძლებელია, თავსებადია ყველა ძირითად მედიკამენტთან

– შეიძლება თუ არა კამელინის გამოყენება ლორწოვანზე?
-რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგალითად პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სხვადასხვა პათოლოგიების დროს.

-ონკოლოგიური დაავადებების დროს, შეიძლება თუ არა ოპერაცია, ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია ჩანაცვლებული იყოს კამელინით მკურნალობით?
-ონკოლოგიური დაავადებების დროს აუცილებელია ჩატარდეს მკურნალობა ყველა საჭირო საშუალებით. მათთან შერწყმული კამელინით მკურნალობა კი აუმჯობესებს დაავადების გამოსავალს და ამცირებს ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის გვერდით მოვლენებს.

-როგორი შედეგი აქვს კამელინს სახსრების დაავადებების მკურნალობისას?
-ოსტეოართროზების დროს კამელინით მკურნალობამ მაღალი ეფექტურობა გამოავლინა, ვინაიდან იგი მდიდარია იმ ბუნებრივი ორგანული მჟავებით, რომლებიც აუცილებელია სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის მშენებლობის პროცესისათვის.

-და, ბოლოს, სად შევიძენთ კამელინს?
-ფამრაცევტულ-სამეცნიერო კომპანია კამელინი დაარსების დღიდან დღემდე პრეპარატს აწარმოებს და იყიდება საქართველოს ყველა საფთიაქო ქსელებში. პრეპარატის ხუთივე ფორმაზე, აგრეთვე კვლევებზე პუბლიკაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდსა და საიტზე www.camelyn.ge

„კამელინზე“

დამატებითი ინფორმაციისთვის ან ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მისაღებად
დარეკეთ 599 23 03 33 ან 599 33 10 89

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...