Home » მთავარი » სოფელ ჭივჭავში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

სოფელ ჭივჭავში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი 15 ოქტომბრიდან განახლდა, მათ შორის სოფელ ჭივჭავის ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღშიც.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით მომზადებული პროექტის მიხედვით, 25 ბავშვზე გათვლილ სააღმზრდელო დაწესებულებაში შეიცვალა შენობის სახურავი, კარ-ფანჯარა, მოეწყო ცენტრალური გათბობის სისტემები, სველი წერტილები, კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია და დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები.

 

აღსანიშნავია, რომ შენობა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვისაც.

 

სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 169 701 ლარს შეადგენს.

 

აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესი მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

0

კომენტარი+

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...