Home » არჩევნები » ,,შენ ირჩევ, შენ მართავ“

,,შენ ირჩევ, შენ მართავ“

ვანის, ბაღდათის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება პროექტი ,,შენ ირჩევ, შენ მართავ“, პროექტს ,,დემოკრატიული ინიციატივების ცენტრი“ ახორციელებს, 

ნატალია ხოხიაშვილი

პროექტის ხელმძღვანელი

,,დემოკრატიული ინიციატივების ცენტრი“ წარმატებით ანხორციელებს პროექტს ,,შენ ირჩევ, შენ მართავ“ ვანის, ბაღდათის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. პროექტი სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გარდა ამ რაიონული ცენტრებისა პროექტის ფარგლებში ამ მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებშიც ტარდება  საარჩევნო ინფორმირების კამპანია.

პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები უზრუნველყოფს ელექტორატის ინფორმირებულობას არჩევნებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების წესსა და საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის უსაფრთხო პროცედურების საკითხებზე, საარჩევნო უფლებებსა და მათი რეალიზების  პროცედურაზე (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპთან დაკავშირებით), აგრეთვე, სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, რაც ხელს უწყობს ამომრჩევლის მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთებას და წაახალისებს ამომრჩევლების აქტივობის ზრდას საარჩევნო პროცესში.

პროექტის შესახებ გვესაუბრა პროექტის ხელმძღვანელი ნატალია ხოხიაშვილი: ,,მიუხედავად ქვეყანაში არსებული სიტუაციისა, რაც COVID-19-ის პანდემიასთან არის დაკავშირებული, სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩით, რომ ამ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველი სახლში ჯდომას არ აპირებს და თავისი ნების გამოსახატავად აუცილებლად მივა არჩევნებზე. ჩვენ პროექტის ფარგლებში ამომრჩევლებს ვაწვდით  ინფორმაციას არჩევნების მნიშვნელობის შესახებ და დამატებით იმ სანიტარულ – ჰიგიენურ ნორმებზე რომლებით არჩევნების დღეს უნდა იყოს დაცული.

თითოეული ხმის მნიშვნელობა განუზომელია, ეს ყველა ამომრჩეველმა უნდა გააცნობიეროს, რადგან ჩვენი არჩევანით მომავალი 4 წლის განმავლობაში ვირჩევთ მათ, ვისაც ქვეყნის ბედს ვანდობთ.

ამ არჩევნების წარმატებით ჩატარება ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წარმატება იქნება ამიტომ მოხარულები ვართ რომ ამ დიდ საქმეში ჩვენი წვლილიც შევიტანეთ.

 

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...