Home » მთავარი » ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტთა გარკვეულ კატეგორიებს სწავლის საფასურსაც დაუფარავს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტთა გარკვეულ კატეგორიებს სწავლის საფასურსაც დაუფარავს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) დღეს გაიხსნება. გახსნის ცერემონიაზე სტუდენტებს მიესალმებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი და უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე თევზაძე.

უნივერსიტეტი (KIU) მოიცავს სტუდენტებისა და პერსონალის საცხოვრებლებს, აკადემიურ შენობებს, ბიბლიოთეკას, კაფეებს, შიდა და გარე სარეკრეაციო სივრცეებს, ელექტროტრანსპორტს, ველობილიკებს. უნივერსიტეტი პირველ ნაკადს მიიღებს სამ სპეციალობაზე – მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები და მენეჯმენტი, სამომავლოდ კი, სპეციალობათა რაოდენობა გაიზრდება.

ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებას შეუერთდა. სტუდენტებს იულიხის კვლევით ცენტრში გარკვეული პროექტების შესრულების შესაძლებლობა აქვთ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტთა გარკვეულ კატეგორიებს სწავლის საფასურსაც დაუფარავს.

უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასაარსებლად ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა მილიარდი ევროს ქველმოქმედება გააკეთა.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...