Home » არჩევნები » ყველას მოვემსახურებით გადასატანი ყუთებით

ყველას მოვემსახურებით გადასატანი ყუთებით

თუ ამომრჩევლები ვერ მივლენ ყუთთან, ყუთი მივა მათთან, – ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

თამარ ჟვანიამ ოპოზიციის იმ ბრალდებებს უპასუხა, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი გადასატან ყუთთან დაკავშირებით ცესკოს დადგენილებას აპროტესტებენ და არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებენ.

„მინდა, ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტზე გავამახვილო, სამწუხაროდ, მედიაში ოპოზიციის მხრიდან მოვისმინე, რომ არის გამჭვირვალობის ნიუანსები. პირველ რიგში, დაკომპლექტების წესი ისეთია, როგორიც ჩვეულებრივი საუბნო საარჩევნო კომისიების წესი. ამავდროულად ჩვენ ეს პროცესი შევიტანეთ არა შიგნით საავადმყოფოში, არამედ ცალკე, სპეციალურ უბნებზე. სივრცეები მოვიძიეთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ყოფილიყვნენ წარმოდგენილი დამკვირვებლები, მედია და არ ყოფილიყო რაიმე კითხვის ნიშანი.

მათთვის, ვინც სასტუმროებსა და სამედიცინო დაწესებულებებში არიან, სპეციალური ჯგუფი შეიქმნება და ყველას მოვემსახურებით გადასატანი ყუთებით. აქ არაფერი ისეთი განსხვავებული არ არის, რაც აქამდე არ იყო. მთავარია, იქ წარმომადგენლობა იყოს გარანტირებული“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...