Home » მთავარი » …როგორი იქნება ჩვენი ცხოვრების დონე მომავალ 5-10 წელიწადში…

…როგორი იქნება ჩვენი ცხოვრების დონე მომავალ 5-10 წელიწადში…

ლევან ბოძაშვილი

კონსტიტუციონალისტი

ჩვენი პოლიტპარტიების და შესაბამისად ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა მათი განვითარებისა და განათლების სისტემის ხედვის არ არსებობაა. უფრო სწორად, სწორი ხედვის. ვერ გაამტყუნებ, რაც არ იციან, რას იზამენ.

თუ გვინდა განვსაზღვროთ როგორი იქნება ჩვენი ცხოვრების დონე მომავალ 5-10 წელიწადში, ამისთვის საკმარისია ჩავხედოთ განათლების სისტემას, რომელიც ეპიკური ანაქრონიზმია. ამის მიხედვით, სიღარიბე გარანტირებული გვაქვს.

დღეს მსოფლიოში 1.5 მლრდ ადამიანია განათლების სფეროში. 65% ბავშვებისა და სტუდენტებისა სწავლობს იმ სპეციალობებს, რომლებიც გუშინ გარდაიცვალა და ჯერ კიდევ ინერციით არსებობს, ხოლო ხვალ საერთოდაც აღარ იარსებებს, თან სწავლობენ ასწლოვანი კურიკულუმებით გუგლის ეპოქაში.

საუნივერსიტეტო განათლების ფორმა სულს ღაფავს, 3-5 წლის პერიოდში დიპლომები, სამაგისტროები და სადოქტოროები კომერციული დასაქმებისთვის საერთოდ აზრს დაკარგავს. ხოლო უნივერსიტეტი, როგორც ასეთი, სრული უაზრობა გახდება თუ ამ სახით იარსებებს, როგორც ახლა.

ამის მიზეზი ავტომატიზაციაა. მონაცემი+ალგორითმი= მომავალ სამსახურს. სხვა ყველაფრის საცოდნელად არსებობს გუგლი. შესაბამისად, არავის დასჭირდება ადამიანი რომელმაც იცის სად მდებარეობს ქალაქი ნუაკშოტი ან კარგი ფინანსური ანალიტიკოსი ან ბუღალტერია.

მსოფლიო დასაქმების 2025-2050 წწ. ინდექსით, ისეთი სამსახურები იქნება საჭირო, რომელთა 99% არც კი გაგვიგია.

შესაბამისად, მთავარი კითხვა ის კი არაა, როგორ ვასწავლოთ, არამედ, რა ვასწავლოთ და რა ვისწავლოთ.

Facebook Comments
x

Check Also

ანა დოლიძე: NDI-ის კვლევის შედეგები ძალიან კარგი საფიქრალი მასალაა ოპოზიციისთვის, რა იყო ის ფაქტორი, რის გამოც ხალხმა დასაჯა

NDI-ის კვლევის ეს შედეგები ძალიან კარგი საფიქრალი მასალაა ოპოზიციისთვის – რა იყო ის ფაქტორი, რის ...