Home » მთავარი » სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები მომზადდებიან და საჭირო დროს კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთვებიან

სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები მომზადდებიან და საჭირო დროს კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთვებიან

სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები მომზადდებიან და საჭირო დროს კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთვებიან. ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გახდა ცნობილი.

“უწყებათაშორის საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს, იმისთვის რომ შეიქმნას ერთგვარი სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში ისინი ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში და დაეხმარებიან ჩვენს ექიმებს. მე დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე, სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს. ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში უკვე გვექნება ბაზა იმ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების, რომლებმაც გაიარეს ეს სწრაფი ტრენინგი და საჭიროების შემთხვევაში იქნება სრული მზაობა რომ ისინი ჩაერთონ პროცესში და დაეხმარონ ჩვენს ექიმებს.

მომზადების კურსი იქნება მრავალწახნაგიანი, მრავალი განზომილება იქნება აქ ჩართული და სიტუაციიდან გამომდინარე, რაშიც დასჭირდებათ ჩვენს ექიმებს დახმარება, ჩვენი უფროსკურსელები მათ ამაში დაეხმარებიან”– განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...