Home » მთავარი » ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ამ ეტაპზე ვერტმფრენის აუცილებლობა არ დგას

ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ამ ეტაპზე ვერტმფრენის აუცილებლობა არ დგას

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხორხის ხეობაში მეორე დღეა ხანძარია. როგორც ადგილიდან გვატყობინებენ, ეს არის ჟინვალის ჰესის დაგუბების თავზე. ადგილობრივების თქმით ვერტმფრენი ამ დრომდე არ გამოჩენილა.

მესამე დღეა ხორხის ხეობაში ხანძარი მძვინვარებს, მოსახლეობა ვერტმფრენს ითხოვს!!!

ტელეკომპანიის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს წარმომადგენელი დაუკავშირდა დუშეთის მერიის წარმომადგენელს ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში გენადი გულბათაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ამ ეტაპზე ვერტმფრენის აუცილებლობა არ დგას.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...