Home » მთავარი » „31 ოქტომბერს ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება უნდა მივულოცოთ ერთმანეთს“

„31 ოქტომბერს ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება უნდა მივულოცოთ ერთმანეთს“

„31 ოქტომბერს ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება უნდა მივულოცოთ ერთმანეთს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დიდუბესა და ჩუღურეთში მაჟორირატი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის წარდგენისას განაცხადა.

„სწორედ ასე, ერთმანეთზე ზრუნვით, ორ დღეში, მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, როგორია სანიმუშო დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში. ასეთი მაგალითი უნდა მივცეთ ყველას და ამის შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს. მეორე დღეს, პირველი ნოემბრიდან უნდა განვაგრძოთ ის პროექტები, რომლებზეც ყველა ერთად ვმუშაობთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ შეგვიძლია დღეები, თვეები ვკარგოთ ამ გაურკვეველ კინკლაობაზე, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის წინაშე – უმთავრესი გამოწვევაა სამუშაო ადგილები და ეკონომიკა, ამიტომ, იმ გეგმით და პროგრამით, რომელიც გვაქვს და რომელიც განხორციელდება უახლოესი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს რეგიონში ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ამას ექნება კონკრეტული შედეგები კონკრეტული პროექტების განხორციელებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...