Home » მთავარი » ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს

ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს

დღევანდელმა დღემ და აქციამ დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ამაზე აქციის მონაწილება რაოდენობა მეტყველებს.

„როდესაც პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, აქციაზე ადამიანების რაოდენობას, ბუნებრივია გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ადამიანების რაოდენობის დაფიქსირება. შესაბამისად დღევანდელმა დღემ და აქციამ დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს. ქართველ ხალხს უნდა ჯანსაღი ადამიანები პოლიტიკაში და არა ისეთები, რომლებიც გამოდიოდნენ დღეს ტრიბუნიდან. ქართველ ხალხს უნდა მშვიდობა, სტაბილურობა წინსვლა და განვითარება“, – განაცხადა კობახიძემ

რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, რაზეც აქციაზე გაკეთდა განცხადება, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი. მან თქვა, რომ ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც არის წმინდა წყლის სიცრუე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს თინათინ ბოკუჩავა დაუკავშირდა.

„ჩვენ დაგვიკავშირდა – მე და არჩილ თალაკვაძეს, ქალბატონი თინა ბოკუჩავა. ჩვენ მას ვუპასუხეთ. ის არის პარლამენტის წევრი და კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი: მან გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით. განგვიმარტა ასევე სავარაუდო ფორმატი ამ შეხვედრის, რაზეც ჩვენ მას განვუმარტეთ შემდეგი, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს და ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ პოზიციას“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ნათია თურნავა – არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად

არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად, ისევე ...