Home » მთავარი » ახტანგ გომელაური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

ახტანგ გომელაური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. უცხოელ დიპლომატებს მინისტრი, ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამინისტროს მხრიდან პროაქტიულად მიეწოდათ ინფორმაცია 8 ნოემბერს, თბილისში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართული აქციის მიმდინარეობის შესახებ. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაინტერესდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებებით, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე შეკრებებისა და საპროტესტო აქციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. აღნიშნულ საკითხზე მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოითქვა მზაობა, შეკრებების დროს გამოვლენილი სამართალდარღვევებისა და მათზე პოლიციის რეაგირების შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო პარტნიორებისთვის პროაქტიულ რეჟიმში მიწოდების თაობაზე.

Facebook Comments
x

Check Also

ნათია თურნავა – არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად

არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად, ისევე ...