Home » მთავარი » ყურადღება! აქციის გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

ყურადღება! აქციის გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის გამო ავტომანქანების მოძრაობა სრულად არის აკრძალული რუსთაველის გამზირზე, ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

მათივე ინფორმაციით, ტრანსპორტის ნაკადი ვერ გადაადგილდება რუსთაველის გამზირზე გამომავალ ქუჩებზე: ინგოროყვას, ლესია უკრაინკას, სულხან-საბას, ძმები ზუბალაშვილების, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, არჩილ ჯორჯაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 14 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. ავტომანქანების მოძრაობა სრულად აიკრძალა რუსთაველის გამზირზე, ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

ასევე, ტრანსპორტის ნაკადი ვერ გადაადგილდება რუსთაველის გამზირზე გამომავალ ქუჩებზე: ინგოროყვას, ლესია უკრაინკას, სულხან-საბას, ძმები ზუბალაშვილების, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, არჩილ ჯორჯაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე. შესაბამისად, ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით მოძრაობენ.

ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას იღებენ“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

ნათია თურნავა – არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად

არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად, ისევე ...