Home » მთავარი » “თუ არ გესმით ერთიანობის როლი, შევეცდებით ამ წისქვილს გაყვეთ თქვენც!..”

“თუ არ გესმით ერთიანობის როლი, შევეცდებით ამ წისქვილს გაყვეთ თქვენც!..”

ირაკლი ღლონტი

ის რაც ინგა გრიგოლია ,,რეაქციაში” გუშინ ვიხილეთ, ჩემთვის სრულად მიუღებელი და გაუგებარია !

პატივცემულებო, თუკი თქვენ უფრო მეტად არ გესმით ერთიანობის როლი და მნიშვნელობა, კეთილი ინებეთ და ნაკლებად იაქტიურეთ საჯარო სივრცეში, ხელოვნურად ნუ აჩენთ ზედმეტ კითხვის ნიშნებს და წესით, ათწლეულების მანძილზე პოლიტიკაში მყოფ პირებს უნდა გესმოდეთ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების ფორმატის საჭიროების და ამ ფორმატში გადასაწყვეტი საკითხების შესახებ !

აქ არ წყდება თქვენი ან ჩემი კარიერა, არც ცალკე აღებული მიშას პერსპექტივები, აქ ახლა წყდება ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი და მეტი პასუხისმგებლობა აიღეთ ყველა სიტყვის ამოთქმის წინ !

ახლა არ ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში და მეტი წინდახედულობა გვმართებს ყველას, ,,დაგმე მიშას” პოზიციით მანევრირება ახლა კეკლუცია და მეტი არაფერი…

აქვე მსურს ზოგიერთ თანამებრძოლს მოვუწოდო, დაძლიონ კომპლექსები, ამ დრომდე მიშა ჩვენს შორის ყველაზე რეიტინგული და ყველაზე დიდი ელექტორალური მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური აქტორია, ვაღიაროთ ეს და ვკონცეტრირდეთ საქართველოში დაბანაკებული რუსეთის წინააღმდეგ !

ნუ გავიწყდებათ, რომ ყოველი დღე მნიშვნელოვანია, გვაკვირდება ხალხი და ჩვენი სიტყვის, საქმის და ნაბიჯების მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს !

პატივი ეცით ამ ერთიანობას, დავაფასოთ, რომ მხარი – მხარ გვიწევს ბრძოლა და რაც მთავარია პატივი ვცეთ ხალხს, რომელიც ჩვენს გვერდით დგას წლების მანძილზე სცენის მიღმა, ცივ, საფრთხით სავსე პირობებში, ხშირად მშიერი და ბოლოს ბიძინას მავნებლური ხუშტურების გამო სიცივეში წყლით დარბეულნი ან თვალდათხრილნი !!!!

ნუ დაასხამთ წყალს რუსულ წისქვილს, თორემ პირადად შევეცდები ამ წისქვილს გაყვეთ თქვენც !!!

Facebook Comments
x

Check Also

ნათია თურნავა – არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად

არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად, ისევე ...