Home » მთავარი » “არა ნამახვანის ჰესის მშენებლობას!” – დაპირისპირება პოლიციასა და მოსახლეობას შორის

“არა ნამახვანის ჰესის მშენებლობას!” – დაპირისპირება პოლიციასა და მოსახლეობას შორის

14 ნოემბერს ლეჩხუმშ, სოფელ ჟონეთში მოსახლეობამ ნამახვანის ჰესის მშენებლობა გააპროტესტა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. აქციაზე მოსახლეობასა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირბა მოხდა.

ზვიად ტომარაძე:

-გუშინ ლეჩხუმში ხელისუფლებამ პოლიციისა და ზონდერ ჯგუფების დახმარებით დაარბია ლეჩხუმის მოსახლეობა, რომელიც აპროტესტებდა ლეჩხუმში თურქული კომპანიის მიერ ნამახვანის ჰესის მშენებლობას!
2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნოდ რაჭაში პირობა დადო, რომ რაჭაში ჰესი არ აშენდებოდა. თუმცა, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეზე აქაც იცრუა! ჰესების არ აშენებასთან დაკავშირებით ეწერა ოცნების საარჩევო პროგრამაშიც. 2019 წლის 21 აპრილს პანკისში ადგილობრივ უხუცესებთან შეხვედრაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პანკისში ჰესი იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ადგილობრივი მოსახლეობის 90% დაუჭერსო მხარს. აღნიშნული სამართლიანი მიდგომა მხოლოდ პანკისზე ვრცელდება? ანუ სვანეთში, რაჭაში და ლეჩხუმში რადგან პოლიციის მანქანებს არ წვავენ და პოლიციას ქვებს არ ესვრიან, შეიძლება მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად აშენდეს? ხელისუფლების სამარცხვინო ქმედებები გასაგებია, მაგრამ გასაკვირია თუ რატომ არ გაშუქდა ეს ფაქტი არცერთი ტელემედიით?

მამუკა კაკაურიძე:

ეს საქართველოა ეს ქართველი ხალხის მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტი,მაგრამ ის რაც ამ ვიდეოში ნახავთ ეს არის კრიმინალური მოქმედება სახელმწიფოს მხრიდან მისი მოქალაქების მიმართ ქალების და მცირეწლოვანი ბავშების დარბევა,რაც უკავშირდება თურქულ კომპანიის ENKA Renewables LLC საქართველოში 800 000 000 მილიონი ინვესტირებას ნამოხვან ჰესის მშენებლობას.მოსახლეობა ეწინაღმდეგება მშენებლობას რადგან ჰესის მშენებლობა დასავლეთ საქართველოს მოუტანს ეკოლოგიურ კატასტროფას.

დიახ, ნამოხვანის აქცია დაარბიეს.
მაშინ, როცა ელექტრონით გაჩაჩხაჩებულ , კომფორტულ და თბილ სახლებში, კომპიუტერთან ფეხმორთხმული საზოგადობა სოცქსელებში კლავს დროს, საკუთარს, თუ სხვისას და აწონებს და უწონებს სხვებს ფოტოებს, სიტყვებს ,აზრებს, ერთობა და ართობს სხვას, ლანძღავს და აქებს ერთმანეთს, და პაუზებში, როცა სასაუბრო თემაც ილევა, მაგრამ რადგან დრო მოსაკლავია, ზანტი მთქნარებით მაინც არკვევს გააყალბეს თუ არა არჩევნები, მოარიგებს, თუ არა ელჩი პოლიტროჟებს, რატომ ჩამოდის პომპეო, რატომ წავაგეთ ფეხბურთი, რა ეშველება ვირუსს, რატომ დადიან “ნარუშილოვკა” საშვებით ,..
ხო, მაშინ როცა საზოგადოება არკვევს რატომ და კიდევ ბევრ სხვა რატომს,
დიახ, მაშინ, როცა სხვა მასტის პოლიტროჟები კი არა, მუდამ გულზე მუშტმობრაგუნე ეროვნულებიდანაც კი, ზოგი არჩევნებში ახეულ ხმებს დასდევს, ზოგიც ხალხს აბრალებს წაგებას, ზოგი ლოცულობს, ზოგი ანეგდოტებს ყვება, სწორედ მაშინ პოლიცია ნამოხვანს არბევს.
21 დღე აპროტესტებდა ხალხი თურქული კომპანიის მიერ ჰესის აშენებას, რომელიც აგების შემთხვევაში გაანადგურებს რიონის ხეობას, კლიმატს, ეკოსისტემას, წყალში ჩაძირავს რამდენიმე სოფელს, ეკლესიებს და საფლავებს და ღმერთმა ნუ ქნას, და ამ მიწისძვრების ზონაში მიწა გაირყეს და ჰესის კაშხალი დაზიანდეს ოცმეტრიანი სიმაღლის ტალღა წალეკავს გზადაგზა ყველაფერს და ბოლოს ქუთაისს.
21 დღე იჯდა ხალხი კარვებში, დღე და ღამე, ჯვარიც აღმართეს, იმედით, რომ ინამუსებდა ხელისუფლება და ჯვარს მაინც არ შეეხებოდა. ლოცულობდნენ და თხოვდნენ ყველას დადგომოდნენ გვერდით, თხოვდნენ ბოლო მომენტამდე, როცა მშენებლობასთან მისასვლელ გზაზე ერთმანეთთზე ჯაჭვით გადაბმულები, ფიცშეკრულები, ხელშეკრულები იდგნენ და მთელი ხმით იძახდნენ მამაოჩვენოს, რადგან ღმერთის გარდა არც არავინ დარჩათ საიმედო.
რადგან დანარჩენ საქართველოს არ სცალია, ერთობა, და არკვევს “რატომ”-ს, ადგენს თეორიებს, წერს ტრაქტატებს, და ასწავლის სხვას, თუ როგორ უნდა ეშველოს საქართველოს, და როგორ უნდა უყვარდეთ საქართველო.
და ასწავლიან ვის?,
იმ დედებს, ბავშვებთან ერთად რომ იდგნენ იქ?
იმ ბავშვებს, საკუთარი თვალით რომ დაინახეს მათი დედები მიწაზე როგორ ათრიეს, ჯვრები როგორ წაართვეს? ხატები როგორ გადაუყარეს და ფეხებით გადაუარეს?
თუ აი, იმ ბიჭს, პიანისტი რომ არის?
ხო, პიანისტი, და ყველაზე ძვირფასი რაც შეიძლება მას ჰქონდეს,- ხელია , რომლითაც უკრავს, და რომ იცოდა, რაც დაემართებოდა, მაგრამ რომ გაიმეტა მაინც, და ჯაჭვში რომ ჩააბა,..
და პოლიციელებმაც რომ მიატეხეს, იმ ბიჭს?
იმ ბიჭს ასწავლის, ვინმე რამეს?
არა? აბა, სხვას ასწავლის, როგორ უყვარდეს ქვეყანა?
მივიდეს მაშინ და დადგეს იქ, იმ ხალხთან, ჯაჭვში!

ვიდეო იხილეთ

https://www.facebook.com/194103307792303/videos/797105291084656/

Facebook Comments
x

Check Also

ნათია თურნავა – არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად

არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად, ისევე ...