Home » მთავარი » 18 ნოემბერს მდუმარე აქცია გაიმართება

18 ნოემბერს მდუმარე აქცია გაიმართება

“ლელოს” მთაწმინდის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, მსჯელობა ძირითადად 18 ნოემბერს დაგეგმილი აქციის ტექნიკურ საკითხებს შეეხებოდა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, მდუმარე აქცია 18 ნოემბერს ოთხშაბათს დილის 11 საათზე ოპერიდან მელიქიშვილის მიმართულებით ტერიტორიაზე 2 მეტრიანი დისტანციით გაიმართება.

ოპოზიციის განცხადებით, აქციაზე ერთის მხრივ გაპროტესტდება გაყალბებული არჩევნები და მეორეს მხრივ ხაზი გაესმევა ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ პარტნიორობას.

Facebook Comments
x

Check Also

ნათია თურნავა – არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად

არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად, ისევე ...